საზოგადოება ათი შეშლილი ადამიანი, რომელთაც მსოფლიოს გენიალური იდეები აჩუქეს (მეორე ხუთეული) 2014, 4 ოქტომბერი, 22:16 ვაგრძელებთ უნიჭიერესი, მაგრამ სულით ავადმყოფი ადამიანების ისტორიების გაცნობას, რომელთაც მსოფლიოს გენიალური იდეები აჩუქეს. დღეს წარმოგიდგენთ მეორე ხუთეულს.
6. ჟან-ჟაკ რუსო - ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი (1712-1778) ![]() დიაგნოზი: პარანოია სიმპტომები: დევნის მანია - რუსოს სულ ეჩვენებოდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, ამიტომ მწერალი არასოდეს არ ჩერდებოდა დიდხანს ერთ ადგილზე - ის, როგორც იტყვიან, "მომთაბარე" ცხოვრებას ეწეოდა. რუსო დარწმუნებული იყო, რომ მისი მეგობრები და ნათესავებიც კი არ იყვნენ სანდონი და ისინი მის მოკვლას ან ციხეში ჩაგდებას აპირებდნენ. ავადმყოფობის ისტორია: 1760 წელს ჟან-ჟაკ რუსომ გამოსცა წიგნი "ემილი, ანუ აღზრდის შესახებ", რის გამოც ძალიან დიდი კონფლიქტი ჰქონდა ეკლესიასთან და ხელისუფლებასთან. კონფლიქტის შემდეგ რუსოსათვის ისედაც დამახასიათებელმა ეჭვიანობამ უკვე ავადმყოფური სახე მიღო. მას მუდამ შეთქმულება ელანდებოდა; უაზროდ გარბოდა მეგობრებთან და ახლობლებთან სტუმრობის დროს; ეჩვენებოდა, რომ მას მუდამ ბრალს სდებდნენ რაიმე დანაშაულში. მაგალითად, ერთხელ რუსო სტუმრად იყო მეგობარ მარკიზთან. მწერლის სტუმრობის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა მასპინძლის ერთ-ერთი მსახური. რუსომ ჩათვალა, რომ მასპინძლები მას სდებდნენ ბრალს მსახურის მოწამვლაში და შეშინებულმა ჩუმად დატოვა მარკიზის სასახლე. გენიალური იდეა, რომელიც რუსომ მსოფლიოს აჩუქა: პედაგოგიური რეფორმა. თანამედროვე პედაგოგიური სახელმძღვანელოები არცთუ იშვიათად ხელმძღვანელობენ ჟან-ჟაკ რუსოს "ემილით". აღზრდის რეპრესიული და სპარტანული მეთოდების მაგივრად რუსომ შემოგვთავაზა ალერსის და თბილი მოპყრობის ტაქტიკა ბავშვის მიმართ. მწერალი თვლიდა, რომ მოსწავლე უნდა გავათავისუფლოთ მშრალ ფაქტებზე მექანიკური მიჯაჭვულობისაგან და მას ყველაფერი უნდა ავუხსნათ ცოცხალი მაგალითებით. შემდეგი იდეა იყო ახალი ტიპის ლიტერატურული გმირები და უახლესი მიმდინარეობა ლიტერატურაში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის მესვეურები სწორედ რუსოს ნაწარმოებებით იყვნენ შთაგონებულნი იმ დროს, როცა მწერალი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ძალადობისა და არასოდეს არ იდგა რადიკალიზმის მხარეზე. 7. ნიკოლოზ გოგოლი - რუსი მწერალი (1809-1852) ![]() დიაგნოზი: პარანოია, პერიოდული ფსიქოზი სიმპტომები: მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, აპათიისა და უნარშეზღუდულობის პერიოდები (ხანდახან სრულ უძრაობამდე, როცა მწერალი გარეგან გამაღიზიანებლებზე არანაირ რეაქციას არ ამჟღავნდებდა), დეპრესიული მდგომარეობა, მწვავე ფორმის იპოჰონდრია, კლაუსტროფობია. ავადმყოფობის ისტორია: შიზოფრენიის გამოვლინებები ამა თუ იმ სახით გოგოლს თან სდევდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაავადება ძალიან პროგრესირებადი გახდა. 1852 წლის 29 იანვარს მუცლის ტიფისაგან გარდაიცვალა გოგოლის უახლოესი მეგობრის და. ამ სიკვდილმა მწერალში საშინელი იპოჰონდრია გამოიწვია. გოგოლი ჩაიძირა ღრმა ლოცვებში, აკრძალა საკვების მიღება, მას წაერთვა მოძრაობის უნარი და ჩავარდა დეპრესიაში. მწერალი ეუბნებოდა მეგობრებს, რომ ის სასიკვდილოდაა ავად და სულ მალე მოკვდება. ექიმმა გულისყურით გასინჯა გოგოლი, მაგრამ სერიოზული ვერაფერი ვერ აღმოუჩინა, თუმცა მას ჯიუტად არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მძიმე ავადმყოფი არ იყო. 11 თებერვლის ღამეს მწერალმა მთელი თავისი ხელნაწერები დაწვა, რადგან მოეჩვენა, რომ მას სატანა გამოეცხადა და უბრძანა ამის გაკეთება. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს "მკურნალობა" მხოლოდ წურბელების დასმით, ცივი ზეწრების შემოხვევით და თავის ყინულიან წყალში ჩაყოფით შემოიფარგლებოდა. მწერლის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და 21 თებერვალს ის გარდაიცვალა. გოგოლის სიკვდილის მიზეზი დღესაც იდუმალებითაა მოცული. სავარაუდოდ, მწერალმა თავადვე მიიყვანა საკუთარი თავი სრული ნევრიული და ფიზიკური განადგურებისაკენ. სამწუხაროდ, პროფესიონალი ფსიქიატრის დახმარება მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა, თორემ კარგ ფსიქიატრს მისი სიცოცხლის გადარჩენა ნამდვილად შეეძლო. იდეა, რომელიც ნიკოლოზ გოგოლმა მსოფლიოს აჩუქა: სპეციფიური სიყვარული პატარა, უბრალო ადამიანისადმი, რომელიც შეზავებული იყო ნახევრად სიბრალულითა და ნახევრად ზიზღით. მისი შემოქმედება სავსეა საოცრად ზუსტად მოძებნილი რუსი ტიპაჟებით. გოგოლმა შექმნა სპექტაკლის რამოდენიმე მოდელი, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც ძალიან პოპულარულია( მაგალითად, "მკვდარი სულები"). 8. გი დე მოპასანი - ფრანგი მწერალი (1850-1893) ![]() დიაგნოზი: ტვინის პროგრესული დამბლა. სიმპტომები: იპოჰონდრია, სუიციდისადმი მიდრეკილება, მრისხანების შეტევები, ბოდვა, ჰალუცინაციები. ავადმყოფობის ისტორია: გი დე მოპასანი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა იპოჰონდრიით: მას საშინლად ეშინოდა, რომ ჭკუიდან არ შეშლილიყო. 1884 წლიდან მოპასანს დაეწყო ნევრული შეტევები და ჰალუცინაციები. უკიდურესად მწვავე ნევრული შეტევების დროს მან ორჯერ სცადა თავის მოკვლა (ერთხელ რევოლვერის, ხოლო მეორედ ქაღალდის საჭრელი დანის საშუალებით). ორივე ცდა მარცხით დასრულდა. 1891 წელს მწერალი დააწვინეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მან ნახევრადცნობიერ მდგომარეობაში გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები). იდეები, რომლებიც გი დე მოპასანმა მსოფლიოს აჩუქა: ფიზიოლოგიზმი და ნატურალიზმი (მათ შორის ეროტიკაში) ლიტერატურაში; მოთხოვნილება - დაუღალავად ებრძოლო უსულგულო, გულგრილ საზოგადოებას. მოპასანის "ლამაზი მეგობრის" თავისებური კლონები დღესაც ძალიან პოპულარულია ფრანგულ ლიტერატურაში. ამის მაგალითად თანამედროვეობის საკმაოდ ცნობილი მწერლები მიშელ უელბეკი და ფრედერიკ ბეგბედერიც გამოდგება. 9. ვირჯინია ვულფი - ინგლისელი მწერალი ქალი (1882-1941) ![]() დიაგნიზი: დეპრესია, ჰალუცინაციები, კოშმარები. სიმპტომები: ღრმა დეპრესიაში ჩაძირული ვირჯინია მუდამ ჩიოდა, რომ მას გამუდმებით ესმის ჩიტების ხმები, რომლებიც ჭიკჭიკებდნენ ძველი საბერძნეთის ზეთისხილის ხეებზე. ქალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ მუშაობდა კოშმარების და უძილობის გამო. ბავშვობიდანვე იტანჯებოდა სუიციდური მიდრეკილებით. ავადმყოფობის ისტორია: როცა ვირჯინია 13 წლის იყო, მისი გაუპატიურება სცადეს მისმა ბიძაშვილებმა, რომლებიც ვიჯინიას მამასთან სტუმრად იყვნენ ჩამოსულნი. ამ შემთხვევამ ჩამოუყალიბა ქალს მამაკაცებისადმი ზიზღის და უნდობლობის გრძნობა და შიში მათთან ფიზიკური სიახლოვისა, რასაც ის მთელი ცხოვრება გაურბოდა. გაუპატიურების მცდელობიდან სულ რამოდენიმე თვეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა ვირჯინიას დედა, რამაც გოგონა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. ნერვიულმა, მგრძნობიარე გოგონამ თავის მოკვლა სცადა, ის გადაარჩინეს, მაგრამ ამ შემთხვევებმა სამუდამო დაღი დაასვა ვირჯინიას სულიერ მდგომარეობას. გოგონას მდგომარეობა კიდევ უფრი გაუარესდა 1904 წელს, როცა მან მამაც დაკარგა. ვირჯინია ვულფის ემოციური, გულახდილი მოთხრობები და პირადი წერილები გვაძლევენ საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქალი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცისა იყო, მაგრამ ეს ასე არაა. ბავშვობაში გადატანილი ტრაგედიის გამო ჩამოყალიბებული ზიზღი მამაკაცებისადმი გახდა მიზეზი იმისა, რომ ვირჯინიას ძალიან უყვარდა ქალები, მაგრამ ამავე დროს ის უარყოფდა მათთანაც კი ყოველგვარ ფიზიკურ სიახლოვეს: ქალი ვერ იტანდა კოცნას, მოხვევას, ასე განსაჯეთ, უახლოეს მეგობრებსაც კი ხელის ჩამორთმევის უფლებას არ აძლევდა. 29 წლის ვირჯინია ცოლად გაჰყვა ლეონარდო ვულფს. მათი ცოლ-ქმრული წყვილი სამაგალითო და ერთგული მეუღლეების ეტალონს წარმოდგენდა, თუმცა გავრცელდა ჭორები, რომ ვირჯინიამ ვერა და ვერ შეძლო მეუღლისათვის ცოლობა გაეწია და მათ არანაირი ფიზიკური სიახლოვე არ ჰქონიათ. 1941 წელს ლონდონის დაბომბვის დროს დაინგრა მწერალი ქალის სახლი. გადატანილმა შიშმა კიდევ უფრო გაამწვავა ვირჯინიას სულიერი მდგომარეობა. ექიმებმა კატეგორიულად მოითხოვეს მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწოლა. მაშინ ვირჯინიამ იმის შიშით, რომ კლინიკაში მოხვდებოდა და ცხოვრების დარჩენილ დღეებს იქ გაატარებდა, სისრულეში მოიყვანა ის, რაც არაერთხელ აღწერა თავის ნაწარმობებებში და რამოდენიმეჯერმე სცადა ცხოვრების მანძილზე - მან თავი დაიხრჩო მდინარე ოუსში. იდეები, რომლებიც ვირჯინია ვულფმა მსოფლიოს აჩუქა: ნოვატორული იდეები სამყაროს ბობოქარი ცხოვრების ყოველდღიურობის გადმოცემისა; გმირების შინაგანი სულიერი სამყაროს სიღრმისეული გადმოცემა; ქვეცნობიერის მრავალფეროვნების აღწერა - სწორედ ამ იდეების გამო ვირჯინია ვულფის ნაწარმოებები შევიდა ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში. იყო რა ტოლსტოის "ნიჭიერი და ერთგული მოსწავლე", ვირჯინია ვულფმა განვითარების უმაღლეს დონეზე აიყვანა ინგლისურ პროზაში "შინაგანი მონოლოგი". 10. სერგეი ესენინი - რუსი პოეტი (1895-1925) ![]() დიაგნოზი: ბიპოლარული აფექტური აშლილობა სიმპტომები: დევნის მანია, მრისხანების უეცარი შეტევები, არაადეკვატური მოქმედება - პოეტი ხალხის თანდასწრებით ამსხვრევდა ავეჯს, სარკეებსა და ჭურჭელს, შურაცხყოფას აყენებდა გარშემო მყოფ ადამიანებს). ავადმყოფობის ისტორია: ხშირად განმეორებადი ფსიქიკური შეტევების გამო, რომლებიც, როგორც წესი, განპირობებული იყო ალკოჰოლის დიდი დოზის მიღებით, ესენინმა რამოდენიმეჯერმე გაიარა მკურნალობის კურსი ფსიქონევროლოგიურ კლინიკებში - რუსეთსა და საფრანგეთში. მკურნალობამ, სამწუხაროდ, დადებითი შედეგი ვერ გამოიღო: პროფესორ განუშკინის კლინიკიდან გამოწერის რამოდენიმე კვირის შემდეგ ესენინმა თავი მოიკლა: მან თავი ჩამოიხრჩო გათბობის მილზე ლენინგრადის სასტუმროში "ანგლეტერი". იდები, რომლებიც სერგეი ესენინმა მსოფლიოს აჩუქა: ახალი ინტონაცია პოეზიაში. მან სტილისტურ ნორმად აქცია სიყვარული სოფლის და მისი მცხოვრებლების მიმართ. ამასთანავე ესენინმა, რომელიც ბევრს მუშაობდა ქალაქური ხულიგნური რომანსის დარგში, საფუძველი ჩაუყარა რუსულ შანსონს, რომელიც დღეს ასე პოპულარულია ამ ქვეყანაში. 383 7-ს მოსწონს
|