ბოლო დღეებია, რაც ეკა ბესელიას გარშემო მითქმა-მოთქმა არ ცხრება და ყველა მას აკრიტიკებს. მისმა ინგლისურად ლაპარაკის მცდელობამ ნამდვილად ყველანაირი მოვლენა გადაფარა. აღნიშნულს, ბოლო დროს ჩვენგან დავიწყებული ირინა სარიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:
“ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომთა საყურადღებოდ!
უზნეობაა დასცინო ადამიანს იმის გამო, რომ მან რამე არ იცის... ეს სნობიზმია!
მაგრამ თუ ადამიანს თავი კიტრი გონია და რაც არ იცის, იმაზე დებს თავს, თან საქვეყნოდ, ეს სასაცილოა და გავიცინებ! და სიცილი ბრაზზე უკეთესია, დამერწმუნეთ, რადგან იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკოსი საერთაშორისო ღონისძიებებზე სნობურად არამშობლიურ ენაზე გამოდის, თუნდაც სხლავდეს, პატივს არ ცემს საკუთარ ქვეყანას!!! თარგმნის პრობლემა არ არსებობს და თუ ხელისუფლება ფულს არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, არამედ პროფესიონალ თარჯიმნებში გადაიხდის (ათასობით ასეთი პროფესიონალი დღეს სახლში ზის), მისი თარჯიმნის კაბინაში დასმა პრობლემა არ არის!!!
ასე რომ, უგესლო სიცილი გერჩივნოთ, ხელისუფალნო იმას, რასაც თქვენ სინამდვილეში იმსახურებთ!!!
არც გარეგნობაზე, არც ცოდნაზე და საერთოდ არაფერზე დაცინვა არ შეიძლება! გეცინება მაშინ, როცა ადამიანი არაადეკვატურად აფასებს საკუთარ თავს... მაგალითად, როცა მეტრნახევრიანი (მაღალი არც მე ვარ) თავს ტკაჩენკოზე მაღლად ჩათვლის, თან სრული სერიოზულობით და სხვა დაბლისკენ გაიშვერს ხელს!!!
როცა მეცინება, გავიცინებ და ამის უფლებას არავის ვკითხავ!!! არც ის მაინტერესებს, ვინ და რა მოტივით იცინის ჩემთან ერთად!!!
მე პასუხს ვაგებ იმაზე, რასაც ვამბობ და არა იმაზე, ვინ როგორ გაიგონებს ჩემს ნათქვამს!
გასაგებია ყველაზე და ყველაფერზე მაღლამდგომებო?
P.S. დიდხანს
ერთ რამეზე სიცილი ჩემთვისაც მომაბეზრებელია...”