x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135738
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
ქუთაისში პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

imageქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა. პოლიციის დევნის ოპერაციის დროს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამნისტროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ–ს მიმართ.

აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომაქანით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ–ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს უფლებამოსილების გადამეტებას, "–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

image

0
510
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0