x
image
beko777
Mediator image
ფსიქოლოგის საჭირო პასუხები, ყოველდღიურ კითხვებზე-2
imageუცნაურია - ინტიმი არ აინტერესებს
- ერთი მამაკაცი მომწონს. ვფიქრობ, მასაც უნდა მოვწონდე. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ის კი არც ცდილობს ჩემთან ინტიმურ დამოკიდებულებაში შემოსვლას. ერთად ვსეირნობთ, კინოში და კაფეებში დავდივართ. ზოგჯერ ვკოცნაობთ კიდეც ერთმანეთთან. მაგრამ მეტი არაფერი. აქვე იყინება ყველაფერი. უკვე სერიოზულად მაფიქრებს, იქნებ მართლა ცოტა სხვანაირია? - ნანი
- რომ იტყვიან, ჩვენი ქალების გულის მოგება მართლაც ძნელი ყოფილა! თუ მამაკაცი გაცნობიდან მეორე დღესვე გვიწვევს ლოგინში ცუდია, თუ ყურადღებას გვითმობს ჩვენთან ერთად სეირნობს, მაგრამ ლოგინისკენ არ მიიწევს ესეც ცუდია. თუ სერიოზულად მივუდგებით არ უნდა გქონდეთ ნერვიულობის საბაბი. თქვენც ხომ ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობები გსურთ? თუ ასეა, მაშინ გაგმართლებიათ. როგორც ჩანს, თქვენს მიერ ხსენებული პიროვნება იმ „ნამდვილ” მამაკაცებს განეკუთვნება, რომლებსაც არ ახასიათებთ უპასუხისმგებლო ქცევები და შემთხვევითი კავშირებით გატაცება. ასეთი ადამიანები დიდხანს აკვირდებიან ქალს, ს ანამ გადაწყვეტენ, რომ ეს სწორედ ის არის, ვისაც ეძებდნენ. ვგონებთ, თქვენში მან თავისი რჩეული ამოიცნო. თუ ეს ადამიანი გიზიდავთ, მოთმინება მოიკრიბეთ. თვითონაც ხომ გრძნობთ, რომ მას მოსწონხართ, რაღა განერვიულებთ? ხოლო როცა თქვენი მეგობარი თქვენთან სიახლოვეს მოინდომებს, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს მტკიცე და საიმედო ურთიერთობა იქნება.
imageქალი უნდა, მაგრამ აქტიურობა – არა.
- ახლა ერთ ახალგაზრდას ვხვდები. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, საკმაოდ აღზრდილი და ყურადღებიანია. მაგრამ ერთი რამ არ მაწყობს და მაკვირვებს. ჩვენი გაცნობისთანავე განმიცხადა, რომ როგორც მამაკაცი უინიციატივოა და უყვარს, როცა ქალი იჩენს აქტიურობას. მე თვითონ უნდა ვუნიშნავდე შეხვედრებს, ვიზრუნო საღამოს სად წავიდეთ და ა.შ. ასეთი რამე არ გამიგონია. მაინც სიტუაციის შეცვლას ვცდილობ, რომ მან დამირეკოს პირველმა, დამპატიჟოს სადმე. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი გამომდის. - ლალი
- თქვენი ნაცნობი სინდისიანი მამაკაცი ჩანს, რადგან თავიდანვე გულწრფელად გითხრათ, რომ ურთიერთობებში მისი აქტიურობის იმედი არ უნდა გქონდეთ. მაშასადასმე, ეს მისი პრინციპია, როგორც ჩანს, მას ძლიერი, ინიციატივიანი ქალები მოსწონს და იგი თავის გატაცებებში ცუდს ვერაფერს ხედავს. ნაკლებად სარწმუნოა, რომ შეძლებთ მეგობრის შეცვლას. თუ აღმზრდელობითი მიზნებით შეწყვეტთ მასთან რეკვას, შეიძლება ვეღარც მოესწროთ მისგან ზარს. დაფიქრდით, რამდენად შეგეფერებათ ურთიერთობების ასეთი სტილი. თუ დიახ, მიიღეთ იგი და ნუ განიცდით. თუ არა, მომავალში უფრო სერიოზული კონფლიქტები რომ თავიდან აიცილოთ, ახლავე უარი თქვით მასზე.


imageმეორე ქმარს, ბავშვი მამას არ ეძახის
- ერთი წლის წინ გავთხოვდი. მანამდე ასე ვთქვათ, მარტოხელა დედა ვიყავი. მყავს ექვსი წლის გოგონა. მაშინვე დავიწყე იმის სწავლა, რომ ქმრისთვის მამა დაეძახებინა. მითუმეტეს, რომ მისი ნამდვილი მამა არც ისე ხშირად ნახულობს თავის შვილს. მაკას კი არ ესმის ჩემი, თუმცა მამინაცვალთან კარგი დამოკიდებულება აქვს. რა ვუშველო? - ლაურა
- არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოახდინოთ ბავშვზე ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მცირეწლოვანია, ის უკვე პიროვნებაა და პირადი აზრის სრული უფლება გააჩნია. ძალიან კარგია, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ბავშვს მამინაცვალთან, მაგრამ ეს სულ არ ავალდებულებს, რომ მამა დაუძახოს. ჯერ ერთი, ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ბიოლოგიური მამის მიმართ. მეორე თქვენს შვილს ახსოვს, რომ ერთ მამასთან დაშორება მოუხდა და შესაძლოა გონებაში ეშინია „ახალი მამიკოს” დაკარგვა (ან ქვეცნობიერად ნამდვილი მამიკოს დაბრუნებას ელის და არ სურს მისი ადგილი სხვას დააკავებინოს). ის სჯობს, რომ თანდათანობით და ძალდაუტანებლად შეეჩვიოს თქვენს ახალ მეუღლეს, იგრძნოს, რომ სინამდვილეში ისიც მშობლიური ადამიანია. ნუ ააჩქარებთ პატარა მაკას. თუ ოჯახში დანარჩენი ყველაფერი წესრიგშია, იგი თავად დაუძახებს „მამას” მამინაცვალს.


imageმეზობელმა თავი მომაბეზრა
- ... მეზობელი ქალი გამიხდა პრობლემა. ცუდი ქალი არ არის, ბევრი რამ არ გვაქვს საერთო, მაგრამ მან რატომღაც გადაწყვიტა დამიდაქალდეს და ყოველდღე ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე, ამოდის ჩემთან სალაპარაკოდ. უკვე აღარ შემიძლია ამდენი პირფერობა, მამძიმებს მისი ვიზიტები, მაგრამ ვერ ვუბედავ რამე ვუთხრა, ვითმენ და ვბრაზდები. - მარინა
- ასეთი ე.წ. „ტელესერიული მეგობრობით” (როცა ტელესერიალების გასარჩევად საყურებლად მიდიან ერთმანეთთან) არამარტო თქვენ თავს, არამედ თქვენს მეზობელსაც ვნებთ. რატომ ვერ უბედავთ თქმას? დაჟინებული მამაკაცისგან თავდახსნის საშუალებას ალბათ გამოძებნიდით. ამ შემთხვევაში, რა გიშლით ხელს უხეშად რომ არ ჩაგთვალონ? დასაწყისისთვის თავაზიანი უარის თქმის ტაქტიკა შეარჩიეთ. საუბარში ნუ აყვებით, ცალსახა პასუხები გაეცით, მის წინაშე არ ჩამოჯდეთ, რათა მან არ იგრძნოს თქვენი დიდი ხნის ლაპარაკისთვის განწყობა. თუ ესეც არ დაგეხმარებათ, პირდაპირობაზე გადასვლა მოგიწევთ. პატიოსნად უთხარით, რომ გადაღლილი ხართ ობიექტური მიზეზის გამო და ურთიერთობის თავი არ გაქვთ. საბოლოოდ გამბედაობა მოიკრიბეთ: იცი, ეგ ყველაფერი არ მაინტერესებს. გვერწმუნეთ, მალე არასასურველი ურთიერთობისგან გათავისუფლდებით.


imageქმარს თავისუფლება მოსწყურდა
- უკვე წელიწადზე მეტია ოფიციალურად ვარ დაქორწინებული, მაგრამ ჩვენ თავიდანვე პრობლემები გვქონდა ქმარი თითქმის ყოველ საღამოს სადღაც მიდის, ზოგჯერ სახლშიც კი ურეკავენ ქალები ჩემს ყველა საყვედურზე იგი მპასუხობს, რომ თავისუფლებას ვერაფრით შეელევა. მე ვიტანჯები და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. - თინიკო
- თავისაუფლება, ცხადია, კარგი შეგრძნებაა, მაგრამ ამ დონემდე მისული არ უნდა იყოს! თქვენი განცდების გაგება არ გვიჭირს, მაგრამ რატომ ითმენთ ამდენს? რა საჭიროა მსხვერპლის როლის ასე მორჩილად თამაში. ამით მხოლოდ თქვენი მეუღლის პროვოცირებას იწვევთ. თქვენ არ გსურთ თავისუფლება შეიგრძნოთ? რატომ ხართ სახლში გამოკეტილი და მის ზარს ან ფანჯრიდან მის გამოსახულებას ელოდებით. ეჭვი არ გვეპარება, რომ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო გასართობი მოიგონოთ. წახვიდეთ სტუმრად, კინოში გაისეირნოთ, მეგობრებთან იქონიოთ ურთიერთობა. დაე, ახლა ის აღელდეს თქვენი არყოფნით და თავისუფლებით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე ის გამოსწორდება (თუ უყვარხართ).



imageჰორმონი საშიშია? რატომ ითვლება, რომ ჰორმონიული

- კონტრაცეპტივები ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის? - სოფიკო
- რამდენიმე წლის წინ ექიმი სპეციალისტები ჰორმონულ ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს არც ისე მონდომებით ნიშნავდნენ. მაგრამ უკანასკნელ წლებში მდგომარეობა და ამ საკითხისადმი შეხედულებები კარდინალურად შიცვალა. ახალი თაობის ჰორმონული პრეპარატები ჰორმონების მინიმალურ რაოდენობას შეიცავენ და ორგანიზმზე ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენენ. პირიქით, ორალური კონტრაცეპტივები მრავალ ქალზე ახდენენ დადებით ზეგავლენას, არეგულირებენ ენდოკრინული სისტემის ფუნქციებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეპარატების შერჩევა მხოლოდ ექიმის კონსულტაციით უნდა მოხდეს.

imageპილინგი ხელებისთვის
- საჭიროა თუ არა ხელებზე პილინგის ჩატარება?
- პილინგი სახის კანზე და სხეულზე უფრო ხშირად გამოიყენება. მაგრამ ხელისგულების ზურგის ნაწილებისთვის სასარგებლოა იშვიათი პროცედურები – ხელის კანის განახლების მრავალი სპეციალური საშუალება არსებობს. ერთ-ერთი თქვენც შეგიძლიათ მოამზადოთ: ფინჯანში 1 სად. კოვზი მარილი ამავე პროპორციით ზეთთან განაზავეთ. მასში ბამბის ტამპონი ჩაალბეთ და ხელის კანი მათით შეიზილეთ. მარილი კანს გაწმენდს, ზეთი კი დაარბილებს.

0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0