სხვა სენსაციები და ანომალიები სამხრეთ ამერიკაში - არგენტინაში ადამიანის სახის თხა და ძაღლი გაჩნდა, ბრაზილიაში კი 74 წლის მამაკაცმა თხაზე დაქორწინება გადაწყვიტა 2014, 6 ოქტომბერი, 15:56 არგენტინის პატარა პროვინცია სალტაში ფერმერმა გვარად ვილაბამ მოსვენება მას შემდეგ დაკარგა, როდესაც საკუთარ ფერმაში მისმა თხამ მუტანტი და "ანომალიური " ადამიანის თავის" ფორმის თხა დაბადა. მომხდარის შესახებ მხოლოდ მეზობელმა იცოდა. როგორც წყარო გვატყობინებს, ცხოველი გარდაცვლილი დაიბადა და ამიტომ ფერმერმა მისი სახლის უკანა ეზოში დამარხვა გადაწყვიტა.მეზობელი წყვილი კი, რომლებიც ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ, ეს შოკისმომგვრელი ფაქტი კადრზე ასახეს და ინტერნეტში გაავრცელეს.მანვე გადაიღო ეს ანომალია ფოტოზე და რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ათასნაირი ჭორი და ვერსია არსებობს ამ სენსაციური ანომალიის შესახებ, თუმცა კონკრეტულად თუ რას შეეძლო გამოეწვია მომხდარი ფაქტი, ვერავინ საუბრობს. ბრაზილიელმა აპერესიდუ კასტალდუმ დაქორწინება თავის შინაურ ცხოველზე თხა კარმელიტაზე გადაწყვიტა.74 წლის მამაკაცის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ გაფორმდება, საზეიმო ცერემონია მაინც გაიმართება.ცერემონიალს ანტონიო ფირმინუ ჩაატარებს, რომელსაც ბრაზილიური პრესა ქვეყანაში უყველაზე ცნობილ სატანისტად მოიხსენიებს. პენსიონერი კასტალდუს თქმით, კარმელიტა მისთვის იდეალური ვარიანტია, რამდენადაც არც სავაჭრო ცენტრში ითხოვს ფულის ხარჯვას და არც ლაპარაკობს.უცნობია, ჰყავს თუ არა პენსიონერს ახლო ნათესავები ან შვილები და რა რეაქცია აქვთ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ანომალიური და ადამიანის სახის ძაღლი დაიბადა არგენტინაში, რაშიც მედიცინა უძლურია, მომხდარი მუტანტის შესახებ დასკვნა გააკეთოს. 299 8-ს მოსწონს
|