x
image
ვიზა კოხაძე
რით ერთობოდა მთელი ღამის განმავლობაში ბედნიერი და ზედმეტად ემოციური ვარსკვლავი ეშტონ კატჩერი და ვის ფოტოებს ტვირთავდა ის საკუთარ ინსტაგრამზე?
image
ახალშობილის გასაჩენად ჰოლივუდის ვარსკვლავი მილა კუნისი ჯერ კიდევ ორიოდე დღის წინ 1 ოქტომბერს მოათავსეს ლოს ანჟელესის სამედიცინო ცენტრ Cedars Sinai

მშობლებმა ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა დაბადებამდე არ იცოდნენ ბავშვის სქესის შესახებ.მათ გადაწყვიტეს, რომ ახალშობილს სახელად ფინი დაარქვან. ცნობისათვის ეს სახელი ეშტონის დედას ჰქვია.

ბედნიერი და ზედმეტად ემოციური ახალგაზრდა მამა - ეშტონ კატჩერი მთელი ღამის განმავლობაში საკუთარ თვითერზე და ინსტაგრამზე პატარების ფოტოებს ტვირთავდა და ამით ერთობოდა.imageimage

image
imageშეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დაუახლოვდა, მაშინ როდესაც ეშტონი ჯერ კიდევ საქორწილო ურთიერთობაში იმყოფებოდა დემი მურთან.2014 წლის თებერვალში წყვილმა ოფიციალურად გამოაცხადა თავიანთი ნიშნობის შესახებ. მილა კუნისი 31 წლის ასაკში პირველად გახდა დედა, image რასაც ვერ ვიტყვით ეშტონ კატჩერზე, რამდენადაც ის დემი მურის სამი ქალიშვილის მამინაცვლად ითვლებოდა - წერს პრესა.


ვარსკვლავური წყვილი დაქორწინებას იმ დროისთვის აპირებს, როდესაც მათი ქალიშვილი მზად იქნება მსგავსი მოვლენების, ხალხმრავალი და ხმაურიანი შეკრებების გასაცნობიერებლად.

წყაროს ინფორმაციით, სავარაუდო სტუმრების სია წყვილს უკვე შედგენილი აქვს. გარდა ამისა ცნობილია, რომ მათ ერთობლივად 10 მილიონ დოლარად ღირებული აპარტამენტები შეიძინეს ბევერლი ჰილზე.image

მოსიყვარულე წყვილი ყველანაირ ღონისძიებას ერთად ესწრება და ისღა დაგვრჩენია, ბედნიერება ვუსურვოთ პატარა ქალიშვილთან ერთად.image

0
80
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0