საბუნებისმეტყველო 20 უნიკალური ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ 2014, 2 ოქტომბერი, 11:07 ადამიანის სხეული-ზედმიწევნით სრულყოფილი და ზუსტი მექანიზმია. ჩვენს სხეულში ყოველდღიურად მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს ჩვენ ჩვეულებრივად, სავალდებულოდ აღვიქვამთ. ამ პოსტში მინდა გიამბოთ 22 საინტერესო და გასაოცარ ფაქტზე, რომელიც თქვენს სხეულში ყოველდღიურად ხდება და რომლებზეც თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდათ.
1. თქვენი ჭიპი-ეს ნამდვილი ბაქტერიების სახლია, რომელთაც იქ ტროპიკული ტყის სიდიდის ეკოსისტემა აქვთ ჩამოყალიბებული. 2. თქვენი თვალების ფოკუსირებული კუნთები დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ჯერ გადაადგილდებიან. ეს იგივეა, რაც 80 კილომეტრი მანძილის გავლა. 3. მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე თქვენს პირში დაახლოებით 25 000 ლიტრი ნერწყვი გამოიყოფა. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ორი მოზრდილი საცურაო აუზი აავსო. 4. თქვენს ცხვირს 50 000-მდე სხვადასხვა სუნის დამახსოვრება შეუძლია. 5. თქვენს სისხლში არსებულ ერითროციტებს მთელი სხეულის გავლა სულ რაღაც 20 წამში შეუძლიათ. 6. ადამიანი თვალი იმდენად მგრძნობიარეა, რომ იმ შემთხვევაში, დედამიწა რომ ბრტყელი იყოს, თქვენ სანთლის მოციმციმე ალს 50 კილომეტრის მანძილიდან დაინახავდით. 7. ადამიანის უჯრედების 90%-ს "არაადამიანური" წარმოშობა აქვს. მათი დიდი ნაწილი სოკოებისა და ბაქტერიებისგანაა წარმოქმნილი. 8. თქვენი კუნთები გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ გგონიათ. მისი ძალა შეზღუდულია ბუნებისგან, რომ კუნთები და მყესები დაზიანებისაგან დაიცვას. ეს შეზღუდვა იხსნება, როცა სისხლში ადრენალინი ხვდება. ყოფილა შემთხვევები, როცა კრიტიკულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს მანქანაც კი აუწევიათ. 9. მოზრდილი ადამიანი შედგება 7000 000 000 000 000 000 000 000 000 (7 ოქტილიონი) ატომისაგან. 10. თქვენს თვალებს შეუძლია გაარჩიოს დაახლოებით 10 მილიონამდე სხვადასხვა ფერი და დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია ყველაზე მძლავრ ტელესკოპზე უკეთესად. 11. თქვენი სხეული სიბნელეში ანათებს, მაგრამ სინათლე, რომელსაც ადამიანის სხეული გამოიმუშავებს, 1000-ჯერ მცირეა იმასთან შედარებით, რასაც ადამიანის თვალი აღიქვამს. 12. ბავშვებს 60 ძვლით მეტი აქვთ, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს. 13. შეყვარებული ადამიანის თავის ტვინი გამოიმუშავებს ნეიროტრანსმიტერებს და ჰორმონებს, რომლებიც გამოიყოფა ამფეტამინების მიღების დროს. 14. ადამიანის დნმ 50%-ით ემთხვევა ბანანის დნმ-ს. 15. თქვენს ტვინს შეუძლია გამოიმუშაოს იმ რაოდენობის ელექტროენერგია, რომელიც საკმარისია ნათურის ასანთებად. 16. ადამიანი სიფხიზლის დროის 10%-ს თვალდახუჭული ატარებს-ეს იმიტომ, რომ ჩვენ თვალებს ვახამხამებთ. 17. ადამიანის ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი-ეს საღეჭი კუნთია. 18. ადამიანის ტვინი რომ კომპიუტერი იყოს, მას შეეძლებოდა 38 ტრილიონი ოპერაციის შესრულება წამში. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერსაც კი ამ რიცხვის მხოლოდ 0, 002%-ის შესრულება შეუძლია. 19. თქვენს სხეულში ყოველ წამში დაახლოებით 20 მილიონამდე ახალი უჯრედი წარმოიქმნება. 20. თქვენ კარგავთ თქვენი კანის დაახლოებით 20 კილოგრამს მთელი სიცოცხლის მანძილზე. 1050 12-ს მოსწონს
|