x
image
მანჩო 777
საქორწინო ბეჭდების მოსაპოვებლად სასიძომ უცნაურ ხერხს მიმართა
48 წლის შოტლანდიელი ჯონ გრინვუდი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე რომანტიკულ საქმროდ მთელ მსოფლიოში. მან წელიწადნახევარი გაატარა მთებში ოქროს მადნის ძებნაში, რათა მასა და მის საცოლეს ქორწილზე უნიკალური ოქროს ბეჭდები ჰქონოდათ.


image


ჯონ გრინვუდი (John Greenwood, შოტლანდია, პერშირის საგრაფო) მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ მასა და მის საცოლეს მორაგ შირერს (Morag Shearer) განსაკუთრებული, ყველასაგან გამორჩეული საქორწინო ბეჭდები ეტარებინათ. მას არ დაუწყია ინტერნეტში ძებნა გამორჩეული დიზაინის ბეჭდებისა, არამედ სრულიად განსხვავებულად მოიქცა: საიუველირო მაღაზიის მაგივრად ის მთებში გაემართა, რომ მოეპოვებინა ბეჭდების დასამზადებელი მასალა- შოტლანდიური ოქრო.


image



ჯიუტი და მიზანდასახული შოტლანდიელი თვეების განმავლობაში ეძებდა ოქროს ნამცეცებს ჰაილენდის მთებში. მის იარაღებს ბარი, ნიჩაბი, წერაქვი, ვედრო და საცერი წარმოადგენდა.


image


დაუღლელი ჯონის ექსპედიციებში ხანდახან მისი საცოლეც იღებდა მონაწილეობას. მორაგმა ერთხელ ოქროს პაწაწინა ნატეხიც კი იპოვა, მაგრამ ქალი ირწმუნება, რომ ამ საქმეში მისი წვლილი მხოლოდ ზღვაში წვეთია და შექების ღირსი მხოლოდ მისი საქმროა, რომელმაც მოახერხა და ორი ბეჭდის დასამზადებლად საკმარისი ოქრო მოიპოვა.


image


ცუდი ამინდებისა და მძიმე, დამღლელი შრომის მიუხედავად, ჯონს ფარხმალი არასოდეს არ დაუყრია. ის ხელიდან არ უშვებდა იარაღებს და აგრძელებდა მდინარეში და მყინვარებში გაბნეული ოქროს პაწაწინა ნამცეცების შეგროვებას.

"ხანდახან, როცა კარავს ვშლიდი მდინარის პირას, მე სამუშაოდ მივდიოდი მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე და ვეძებდი ოქროს 14-16 საათის განმავლობაში, -იხსენებს ჯონი.


image


ბოლოსდაბოლოს, მან მოახერხა მიეღწია მიზნისათვის - 18 თვის განმავლობაში შეაგროვა 70 გრამი ოქრო. გრინვუდი ამბობს, რომ სტანდარტული სამკაულის დასამზადებლად საჭირო იყო გაცილებით მეტი ლითონის შეგროვება, რომ იუველირს შესაძლებლობა ჰქონოდა გადაედნო და დაემუშავებინა ძვირფასი ლითონი და გაკეთებინა მისგან ულამაზესი ბეჭდები..


image


ექსპერტების აზრით, საქმროს თავად მიდასი ეხმარებოდა, რადგან მან 34 გრამი სუფთა ოქროს მოპოვება შეძლო. ისინი ამბობენ, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარო ოქროს ძიებაში და ერთი გრამიც კი ვერ შეაგროვო, თუ არ გაგიმართლა.


image


თავად შოტლანდიელი თავის წარმატებას იღბალს სულაც არ მიაწერს: "ყველა მეუბნება, რომ ახალბედებს უმართლებთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მე მიზანს მხოლოდ შეუპოვარი შრომით მივაღწიე. მე ვმუშაობდი 14 სააათი დღე-ღამეში და მთელი ამ დროის განმავლობაში ყინულივით ცივ წყალში ვეძებდი ოქროს სულ პატარა ნამცეცებს".


image


მას შემდეგ, რაც იუველირმა მოპოვებული ოქროთი ულამაზესი ბეჭდები დაამზადა, წყვილმა ჯვარი დაიწერა მშვენიერ კუნძულ ანტიგუაზე.


image


"ეს იყო სიყვარულის გულისთვის გაწეული შრომა და მე ვამაყობ ჩემი მეუღლით, "-გამოუტყდა ჟურნალისტებს ბედნიერი მორაგი, ამაყად ახდენდა რა ინტერვიუს დროს საქორწინო ბეეჭდების დემონსტრირებას.


image

3
275
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
275
  
2014, 2 ოქტომბერი, 13:47
საყვარელ ადამინას ნამდვილად არ გავიმეტებდი ასე ძვირფასი ბეჭდის გულისთვის :)
2014, 2 ოქტომბერი, 7:58
ნამეტანია, შენი ჭირიმე:D
2014, 2 ოქტომბერი, 7:57
რავა ყველაფერში გვჯობიან ეს ევროპელები....
0 1 3