იმერეთი სტიქია ვანის მუნიციპალიტეტში +(ფოტოები) 2014, 29 სექტემბერი, 22:17 ძლიერი წვიმის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა და რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ციხესულორში, შუამთასა და მთისძირში უხვი ნალექის შედეგად ზარალი 12 ოჯახს მიადგა, დაიტბორა მიწები და საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი. ვითარებას ადგილზე გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნო. ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. 116 შეფასება არ არის
|