x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135738
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
სოფელ გომში წყალმა რამდენიმე მოსახლის ეზო დატბორა

imageიმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, აკაკი ტყავაძის თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და რამდენიმე მოსახლის ეზო დატბორა.


"იმერეთის რეგიონში ამ დროსთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის. სოფელ გომში მდინარე კაპიტონა გადმოვიდა ნაპირიდან და რამდენიმე მოსახლის ეზოში დაგროვდა წყალი. ჩვენი ჯგუფი მობილიზებულია და ნებისმიერ შეტყობინებაზე მოხდება რეაგირება, "–აღნიშნა აკაკი ტყავაძემ.


ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელ სტიქიასთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

0
175
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0