x
image
worldsport.ge
ტოჩინოშინმა ძურიოში 15-ვე ბრძოლა მოიგო!

imageდიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. იგი რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მხოლოდ მე-5 სეკიტორი გახდა, რომელმაც ბაშო ძიონ-შოთი დაასრულა ანუ ერთი ტურნირის განმავლობაში 15-ვე ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ გორგაძეს ელიტაში მოსახვედრად ბრძოლა თავიდან მოუხდა და უკვე ზედიზედ მე-4 ტურნირზე იმარჯვა, ძურიოში გზის დაუმარცხებლად გავლა კი პირველად შესძლო.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართულ შემოდგომის სუპერტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინმა ძურიოს დასავლეთის მე-10 ნომერ სეიროს იორიკირით მოუგო, მე-14 ტურში კი ქართველ სუმოისტს მაკუუჩიში ასპარეზობის უფლება ერგო და იქ დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ოკუნოუმის აჯობა.
ცნობისთვის, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით ირჯებოდა, გასული წარმატება კი იმის საწინდარია, რომ მომავალი ბაშოსთვის ელიტაში გადაიყვანენ. სამწუხაროდ, პირიქით, დაქვეითება ელის გაგამარუს შიკონათი ცნობილა თეიმურაზ ჯუღელს, რომელსაც დასავლეთის მე-3 განთესვა გააჩნდა, თუმცა, 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5-ში იმარჯვა.
აკი ბაშოს ჩემპიონი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც ერთადერთოი მარცხი ოძეკი გოეიდოსთან განიცადა, დანარჩენ 14 ორთაბრძოლაში კი იმარჯვა. სენსაციური შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იჩინოჯოს ასპარეზობას, რომელსაც მაკუუჩიში დებიუტი ჰქონდა და მყის 13 მოგება მიითვალა.


www.worldsport.ge

0
287
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0