სხვა ვინ და რატომ უჩივის სასამართლოში დისნეის Frozen-ის გადაღებისთვის 2014, 28 სექტემბერი, 16:41 ![]() ![]() სასამართლოში შეტანილ საჩივარში ტანიკუმის ჩამოთვლილი აქვს რამდენიმე დეტალი, რაც, მისი მტკიცებით, მულტფილმის შემქმნელებს აღებული აქვთ მისი ავტობიოგრაფიული რომანიდან: 1. მოქმედება ხდება დათოვლილი მთებით გარშემორტყმულ ქალაქში. 2. ამბავი ეხება ორ დას, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. 3. უბედური შემთხვევა განსაკუთრებით დააახლოვებს მათ ერთმანეთთან. 4. უფროსი და შემთხვევით დაჭრის უმცროს დას. 5. ორივე გამოცდის პირად ტრაგედიას. 6. უმცროს დას ვაჟი შეუყვარდება. 7. ადგილი აქვს ღალატს. 8. ერთ-ერთი და ხდება განდეგილი. 9. როგორც მულტფილმში, ასევე წიგნში არის ორი მამაკაცი პერსონაჟი: ჰანსი და კრისტოფი. არის სულ სამი ელემენტი, რომელიც რომანში არ ფიგურირებს: მოლაპარაკე თოვლის კაცუნა, ყინულად ქცევის ძალა, რომელიც ერთ-ერთ დას აღმოაჩნდა, და ის ფაქტი, რომ პერსონაჟები პრინცესები არიან. აღნიშნული საჩივრის შესახებ დისნეის ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა მულტფილმმა 2013 წელს კომპანია დისნეის 1 მილიარდი მოგება მოუტანა. 114 2-ს მოსწონს
|