კულტურა ,,ვინც ცას შესცოდავს, მას არ აქვს ლოცვის უფლება" (ცისა და მიწის კულტები) 2014, 25 სექტემბერი, 21:48 ცის კულტს უპირველესი ადგილი ეჭირა ძველ ჩინურ წარმოდგენებში. კონფუცმა მას განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა თავის მოძღვრებაში. კონფუცისთვის ცა იყო უმაღლესი არსება რასაც გააჩნია გონება და ძალა და განაგებს ადამიანთა ცხოვრებას.(“ვინც ცას შეცოდავს მას არ აქვს ლოცვის უფლება"-კონფუცი) ჩინელთა წარმოდგენილ სამყაროში სრულქმნილია ცა, შედარებით ნაკლებ სრულქმნილი მიწა. ცა მიჩნეულია ღვთაებად, მეუფედ, იგი არის უმაღლესი არსება სამყაროში.ცა წარმოადგენს პირველსახეს ანუ განსახიერებას სამყაროს მარადიული, უცვლელი წესრიგისა. 48 1-ს მოსწონს
|