x
image
თეა კუჭავა
ქართული ჟარგონული სიტყვების განმარტებანი და როგორ განმარტავენ გერმანულ სლენგში სკოლას
image “ევას ადამ ევასა და ადამს ევა ევასა, -სხვა არც ჰქონდათ ვარიანტი ადამსა და ევასა".


*ეშუხურა-ეჩხუბა

*დერსკობა-თავხედობა

*დეჟურნი-მორიგი ტყუილი


*დილიხორი-სურვილი

*დაქნეული-სამსახურიდან განთავისუფლებული;მოხსნილი

*დაქერა-სექსუალური ურთიერთობა იქონია

*დაუსატკავა-ჩაუსაფრდა

*გნიდა-ცუდი ტიპი

*გოიმი-ჩამორჩენილი(ებრაულად სხვა სარწმუნოების აღმსარებელი, არაებრაელს ნიშნავს.)

*გოღა-ქურდი, გავრცელებული დას.საქ.-ში მე-20 ს-ის 20-იან წწ-ში

*გაშმონა-გაჩხრიკა

*გაქაჩული-პრეტენზიის მქონე

*გაისროკა-ციხე მიესაჯა

*ბესპრედელი-განუკითხაობა

*არატუნებს-უაზროდ ლაპარაკობს

*ჩმორი-უხეირო, ჯაბანი, ბედოვლათი
*შიკარნად-ბრწყინვალედ, დიდებულად
*ფაიზაღი-ნაღდი, ნამდვილი

*სხოტკა-თავყრილობა
*სოროკი-სიგარეტის ნარჩენი
*სირი-ფალოსი, (ძვ.ქართულში ჩიტს, ფრინველს ნიშნავს.)

*თრინჯული-გაუგებარი

*თესლი-უღირსი ადამიანი

*თაზა-ახალთახალი(“თაზ"სპარსულად და სომხუად ახალს ნიშნავს.)

*ვალაკუშა უჭირავს-სეირნობს(რუსულიდან)

*გრევი-საჩუქარი

*გრეხი-ცოდვა, დანაშაული

*ჯინავიკი-ჯინსების მოყვარული და მცოდნე


image გერმანულ სლენგში “სკოლას" რამდენიმე ათეული ჟარგონული შესატყვისი აქვს:მაიმუნების ყუთი, განათლების ბუნკერი, საწამებელი კამერა, საპყრობილე, მეორე სამშობლო, გალია, თავლა, სიბრძნის ტაძარი.

“მასწავლებელს"კი ასე განმარტავენ:უგვირგვინო მეფე, ხალიფა, კულტურის დამამახინჯებელი, მცოხნელი..


შეიძლება ზოგიერთი ჟარგონული სიტყვა მართლაც უხეშადად და ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიყტვები ჩვენი ცხოვრების ნაწილია, და ამას ვერ გავექცევით, ვიღაც ყოვეთვის შეგვახსენებს მათ.

3
6383
8-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
6383
  
2016, 12 აგვისტო, 22:39
არცერთს არ ვხმარობ მაგ სიტყვებიდან
2013, 7 თებერვალი, 19:13
გმადლობთ
2013, 7 თებერვალი, 19:12
კარგია, როგორც ყოველთვის!
0 1 3