x
image
თეა კუჭავა
სქესთა კავშირი(ქალის და მამაკაცის ემოციური სამყარო)
image
ქალსა და მამაკაცს შორის ყოველთვის არსებობდა ფარული თუ აშკარა მეტოქეობა, რაც სექსუალურ სფეროზეც ვრცელდება.ზოგჯერ ქალს ორმაგ ბუნებას მიაწერენ:თუკი ერთი მხრივ “საყვედურბენ" რომ ის გულგრილი, თითქმის უემოციოა და ხშირად ზიზღსაც განიცდის სქესობრივი ცხოვრების მიმართ, მეორე მხრივ მას უსაზღვრო ავხორცობას, მაცდურობას და ორგულობას სწამებენ.მითოლოგიაში ხომ ქალი იდუმალებისა და ხიფათის საწყისად არის მიჩნეული. ფსიქოლოგიაშიც ასეა:არსებობს მოსაზრება, რომ ქალები სექსუალურად ინერტულები არიან, მაგრამ ამ მოსაზრებას კონტრმოსაზრებაც აქვს:ქალი ხარბი და გაუმაძღარია;ის უფრო მეტ სიამოვნებას იღებს სექსით ვიდრე მამაკაცი.

image მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს ქალის როლს სასიყვარულო კავშირის დროს, ეროტიკა სრულყოფილ სიამოვნებას ვერასდროს მიანიჭებს.

ქალის უმანკოებისა და სექსუალურობის კულტი ზოგიერთ მამაკაცში, რაც მისი ტრადიციული აღზრდიდან გამომდინარეობდა, ფსიქიკურ იმპონტეციასაც იწვევდა.ფროიდი წერდა, მამაკაცს თვითგანმტკიცებაში ზღუდავს ქალისადმი გრძნობა და ამიტომ იგი მთლიანად გახსნილი ე.წ. მდაბიო ქალთან ურთიერთობისას იქნება, ე.ი.წმინდა ოჯახური ცხოვრება მას ვერ მიანიჭებს განსაკუთრებულ სიხარულს, ამიტომ ის მეძავებთან კავშირით ახდენს ამის კომპესაციას.

image XX საუკუნემ, სხვა სიკეთესთან ერთად ისიც მოიტანა, რომ ხაზი გაუსვა ქალის სექსუალურობასაც.სოციალურად თავისუფალი ქალი უკვე აღარ მიიჩნევს თავს მეორეხარისხოვან არსებად.ის მამაკაცთან თანასწორობას მოითხოვს როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ასევე სქესობრივ სფეროშიც, ხოლო მამაკაცისა და ქალის სექსუალურობას შორის არსებული ბევრი განსხვავება, რაც ადრე ბუნებრივ-ბიოლოგიურად მიიჩნეოდა, სინამდვილეში აღზრდის შედეგი აღმოჩნდა.ის ფაქტი რომ ქალი ორიენტაციას სექსუალურობის მამაკაცურ მოდელსა და ნორმებზე იღებს, საფრთხის წინაშე გვაყენებს. კერძოდ, ღარიბდება ქალის ემოციური სამყარო, მისი სექსუალური განცდები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია დედობასთან.


თუ სქესთა ურთიერთობა, გამოხატულ აგრესიულ-შეჯიბრებით ხასიათს მიიღებს, დამარცხდება ორივე მხარე-ქალიც და მამაკაციც.

image



3
422
9-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
422
  
2013, 11 თებერვალი, 16:16
საინტერესო სტატიაა. ბოლო წინადადებას ვეთანხმები!
2013, 11 თებერვალი, 16:16
ასი ლაიქის უფლება რომ მქონდეს, ყველა ლაიქით ამ სტატიას მოვიწონებდი!
0 1 3