x
image
თეა კუჭავა
,,ევას ვაშლი და წმინდა მამის ფარშავანგი"(ჭამის მოყვარული პაპი)

image სიამოვნების მორევში ჩაძირული იულიუს III იშვიათად ერეოდა პოლიტიკურ საქმეებში.მოციქულის ტახტი 1550 წლის 8 თებერვლიდან 1555 წლის 23 მარტამდე ეჭირა და ნაწლავების გადასკვნით მოეღო ბოლო.

იმდენადვე ღორმუცელა და ლოთი იყო, რამდენადაც გარყვნილი.გაუმაძღარი პაპი უდიდეს მნიშვნელბას ანიჭებდა კერძების შერჩევას. ამასთაბ დაკავშირებით ისტორიკოსი ასეთ რამეს მოგვითხრობს: ყველა სხვა კერძთთან შედარებით ღორის ბარკალსა და ფარშავანგის მოხრაკულს აძლევდა პაპი უპირატესობას. მაგრამ ექიმებმა აუკრძალეს სუფრაზე ყოველგვარი კერძის გამოტანა, რადგან ჭამამ და გარყვნილებამ მის ჯამრთელობა შეარყია.

image ერთხელ, იულიუსმა, მისი საყვარელი კერძები რომ ვერ დაინახა სუფრაზე მის მაჟორდომს დაუძახა და უბრძანა დაუყოვნებლივ შეეწვათ ფარშავანგი, ამასთან ჩამოხრჩობით დაემუქრა, თუ მის სურვილს არ აასრულებდნენ.მაჟორდომის წასვლის შემდეგ, მისმა “ინოვენტომ" დაუწყო მოფერება და დაშოშმინება, ყოველგვარი წვრილმანებისთვის კი არ უნდა ატეხოთ აუტეხელიო.

image “არა წვრლმანი არ არის, -შესძახა პაპმა, თუ ღმერთი ვაშლისთვის განრისხდა, მე მის მოადგილეს, სულაც არ მეძრახვის, რომ ფარშავანგის გულისთვის გავცხარდე.განა შეიძლება ფარშავანგის შEდარება ვაშლთან?" ჩანს, ამ პაპის ტვინი მუშაობდა!...

2
79
5-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
79
  
2013, 10 თებერვალი, 11:55
პაპებზე დაკარგული მაქვს წარმოდგენა ისეთ რამეები წავიკითხე ეხლაც პირი მაქვს მგონი დაღებული გაკვირვებისგან:)
2013, 10 თებერვალი, 11:52
"მაგარი" იყო, მაგრამ ბალთაზარ დელა კოსასთან შედარებით უცოდველი ბავშვი იყო:))
0 1 2