საზოგადოება ინვალიდი, ცალფეხა გოგონა ექიმებს მეორე ფეხის მოჭრასაც თხოვს 2014, 22 სექტემბერი, 11:22 გოგონა, რომელსაც 2010 წელს სამედიცინო მიზეზების გამო მარჯვენა ფეხი მოკვეთეს, ექიმებს ეხვეწება მეორე ფეხიც მოაჭრან, რათა მან აისრულოს ოცნება და მონაწილეობა მიღოს პარაოლიმპიურ თამაშებში.
15 წლის გოგონას დენიელ ბრედშოუს დაბადებიდან ჰქონდა თეძოს სახსრების დისპლაზია და მარჯვენა ბარძაყის ამოვარდნილობა, რის გამოც პატარაობიდანვე მიჯაჭვული იყო ინვალიდის ეტლს. 2010 წელს მას გაუკეთდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია მასზე განვითარებული განგრენის გამო. გოგონას გაუკეთდა პროთეზი და მან შეძლო ეტლის გარეშე სიარულის დაწყება. ახლა გოგონა ექიმებს ემუდარება, მოაჭრან მას მეორე ფეხიც და მის მაგივრად გაუკეთონ პროთეზი, რომ პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება შეძლოს. დენიელმა 10 წელი ინვალიდის სავარძელში გაატარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს და მის მაგივრად პროთეზი ჩაუსვეს, დენიელმა შეძლო სპორტით აქტიურად დაკავებულიყო, რაც მთელი მისი ცხოვრების ოცნებას წარმოადგენდა. გოგონამ ვარჯიში დაიწყო სპრინტერულ სირბილში და მალე ინვალიდებისათვის გამართულ რამოდენიმე შეჯიბრებაში მედლების აღებაც შეძლო, მაგრამ ამ ბოლო დროს მას დაეწყო მარცხენა ფეხის ტკივილები მასზე მუდმივი დატვირთვების გამო. დენიელს დიდ სურვილი აქვს, რომ მისი მარცხენა ფეხი, რომლის თითებიც დეფორმირებულია და მყესები კი სერიოზულად დაზიანებული, მოიჭრას და მის მაგივრად გაიკეთოს პროთეზი, რომ ტკივილებმა ხელი არ შეუშალოს ვარჯიშში. გოგონას სურს ბევრი ივარჯიშოს, რომ ოცნება აიხდინოს და პარაოლიმპიურ შეჯიბრებებში მიიღოს მონაწილეობა. გოგონას მამინაცვალი დერენ კუინგლი ამბობს :"ჩვენ გვეგონა, რომ მისი მარცხენა ფეხი კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბოლო ორი წელია ის ძალიან დეფორმირდა და დენიელს საშინელი ტკივილები დაეწყო, სავარაუდოდ ეს დიდი დატვირთვის და ბევრი ვარჯიშის ბრალია. გოგონა ყოვედღე იტარებს სამედიცინო პროცედურებს, ატარებს სამუხლეს და ლითონის საყრდენს მუხლის ქვეშ, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს უშლის სირბილში. მას კი სურს ბევრი ირბინოს და ოლიმპიადაში გაიმარჯვოს და ამ მიზნის გამო უკან არაფერზე არ დაიხევს". დენიელის ოცნებაა მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. მანამდე კი დენიელი მოუთმენლად ელოდება ექიმების გადაწყვეტილებას. ვუსურვოთ ამ სულით ძლიერ გოგონას ჯანმრთელობა, სიმხნევე და ოცნებების ასრულება. 123 7-ს მოსწონს 1-ს არა
|