x
ანა ბეატრის ბაროსი
image
წარმომავლობა : ბრაზილია
დაბადების დღე: 29.05.1982
სიმაღლე : 180სმ
წონა : 57კგ
თვალის ფერი : ლურჯი
თმა: მუქი ყავისფერი
სააგენტოები : Elite, Silent Paris


" თუკი არ ხარ ჭკვიანი და ღრმა პიროვნება, დაივიწყე ეს ყველაფერი" არაჩვეულებრივი განაცხადია უნიკალური ბრაზილიელი მოდელისა

გან, რომელიც ამ ყოველივეთი უხვად არის დაჯილდოვებული.


ანა დაიბადა ბრაზილიის პატარა ქალაქ ითაბირში, დიასახლისისა და


ინჟინერ-მექანიკოსოს ოჯახში. ის პორტუგალიურ-ესპანური

წარმომავლობისაა. ჰყავს ორი უფროსი და: პატრისია, რომელიც

ასევე ცნობილი მოდელია და მარია ლუიზა. ანამ ბავშვობა რიო

დე ჟანეიროში გაატარა.

image

14 წლის ანა და მისი და პატრისია აღმოაჩინა Elite Model Management ის წარმომადგენელმა, როდესაც ისინი იყოფებოდნენ არდადაგებზე. ანა წარადგინა რიოს Elite office მა, Elite Look ის ყოველწლიური კონკურსის მონაწილედ, სადაც მან პირველი ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც იმავე კონკურსზე, ოღონდ უკვე უკვე საერთაშორისო დონეზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.მისი კონკურენტი დიანა კოვალჩუკი იყო.

ანამ გააფორმა კონტრაქტი Elite თან და მისი კარიერული წინსვლა

სწორედ ამ დღიდან დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი საქმე იყო Guess ის სარეკლამო კამპანია, სადაც მას მუშაობა მოუწია

საკმაოდ ახალგაზრდა მოდელ, ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად, რომელიც ახლა მისი საუკეთესო მეგობარია.

image

ამას მოყვა თანამშრომლობა ისეთ ფირმებთან, როგორებიცაა:

Christian Dior, Armani Jeans, Oakley, L’Oréal, Naf Naf, Diesel, Ermanno Scervino და Chanel cosmetics.

2004 წელს, ჯენიფერ ლოპესმა ანა შეარჩია თავისი ბიზნესის სახედ,

სადაც მას რეკლამირება უნდა გაეწია თეთრეულის ხაზისთვის JLO Lingerie. " მე ვეძებდი ახალგაზრდა, სექსუალურ დახვეწილ ქალს,

რომელსაც ექნებოდა უნივერსალური მომხიბვლელობა" .

image


ანა მონაწილეობდა ისეთი პრესტიჟული მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიცაა :Valentino, Missoni, Gucci, Christian Dior, Versace, Emporio Armani, BCBG, DKNY, Jean-Paul Gaultier, Dolce & Gabbana, Michael Kors, ((Red Oak)), Elie Saab და ა.შ

ანა ბეატრისი, 2002 წლიდან Victoria’s Secret ის ყველა შოუს

ამშვენებს, მისი ერთ-ერთი გამორჩეული ანგელოზია.

image

ეს არის სია იმ მრავალრიცხოვანი ჟურნალებისა, რომელთა გარეკანსაც

ის ამშვენებდა : Glamour, Vogue, Marie Claire, W, Elle, Allure და ბრაზილიური ჟურნალები: Capricho და Audi.

მისი წარმოუდგენლად დახვეწილი და ლამაზი სხეულის გამო, გასაკვირი არცაა, რომ ანა Sports Illustrated Swimsuit edition

ის გარეკანზე ზედიზედ 7 ჯერ მოხვდა (2002-2008).

მისი სამსახიობო დებიუტი, სატელევიზიო სერიალ “Belíssima” ში შედგა 2005 წელს.
-
image

მისი წარმატების საიდუმლო? " სხვის საქმეში არასოდეს ვერევი და ყოველთვის ხალისით ვმუშაობ . ჩემთან ადვილია საერთო ენის პოვნა,

მე არ ვთამაშობ მეგავარსკვლავს. იცით რატომაა ქეით მოსი წარმატებული მოდელი? იმიტომ, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია ".

image

" - რას ვაპირებ მომავალში? მინდა დერმატოლოგიური კლინიკა

გავხსნა ბრაზილიაში ჩემს დებთან და ბიძაშვილთან ერთად. ჩემი და მარია ლუიზა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია.

ანა ბეატრის ბაროსს სურდა სწავლის გაგრძელება, თუკი მისი სამოდელო კარიერა 3 წლის შემდეგ წარმატებულად არ გაგრძელდებოდა, თუმცა ეს მისი ძირითად საქმედ იქცა და სწავლამ დროებით უკანა პლანზე გადაიწია.


image

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:m_zh
m_zh
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0