x
როგორ მოვაწონოთ თავი საქმროს მშობლებს
გაცნობისას პირველი შთაბეჭდილებები უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს თუ ეს საქმროს მშობლების გაცნობას ეხება. პირველყოვლისა, მთავარია არ იყო ყალბი და ეს დღე მშვიდად, სასიამოვნოდ ჩაივლის.


1. გულახდილობა აუცილებელია - არ თქვა ტყუილი შენი ოჯახის, სამსახურის შესახებ, ნუ დამალავ ასაკს. დარწმუნებული იყავი მათ იციან როგორ გამოიყენონ google & Facebook!!!


2. ჩაიცვი სათანადოდ - ისე არ უნდა გამოიყურებოდე, როგორ შენს მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში, ან პაემანზე საყვარელ მამაკაცთან. საჭიროა კაბის სიგრძე ოდნავ დააგძელო, ისე რომ მუხლები დაგიფაროს და ყელსაბამიც ოდნავ უფრო ზემოთ დაიბნიო. მშობლების ყურადღებას დადებითი მხრიდან მიიპყრობ.

image


3. გაიკეთე მსუბუქი მაკიაჟი - არ გამოიყენო კაშკაშა ფერის თვალის ჩრდილები და ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი. ეცადე ფერუმარილის რაოდენობასაც არ გადაამეტო. შენი მაკიაჟი ფაქიზი, მშვენიერი უნდა იყოს.


4. იყავი თავაზიანი - გაიღიმე და დაინტერესდი მათი ოჯახით, სცადე მონახო საერთო ინტერესები და ისაუბრო ამ თემაზე. ხო, და რაც არ უნდა გააკეთო ან თქვა, არ დაგავიწყდეს! აუცილებლად შეაქე სადედამთილოს ნახელავი. მას არასოდეს დაავიწყდება შენი კომპლიმენტი და სამუდამოდ შეგიყვარებს.


5, შენს სამსახურზე ფაქიზად ისაუბრე - მაშინაც კი, თუ გძულს შენი სამუშაო, ხაზს ნუ გაუსვამ ამას. იყავი პოზიტიური და აღნიშნე, რომ სიახლეებს ეძებ ცხოვრებაში და მუდმივად სწავლობ.


6. ზედმეტი არ მოგივიდეს - ეცადე მოზომილად გამოხატო ემოციები საუბრისას, - არ შეხვიდე სამზარეულოში და არ დაიწყო კერძების მომზადებაში დახმარება. ეს ყველაფერი სიყალბეში ჩაგეთვლება და შენი კომპლიმენტებიც ფასს დაკარგავს. რაც მთავარია, შენი საყვარელი მამაკაცის თვალში უცნაური გამოჩნდები.


7. არ აკოცო საქმროს მშობლების თანდასწრებით - ნუ იქნებით ზედმეტად მოსიყვარულე, თუ მამაკაცი თავად გააკეთებს პირველ ჟესტს, მშვენიერია. მაგრამ თქვენი მხრიდან ეს უბრალოდ ცუდად გამოჩნდება მისი მშობლების თვალში.


8. ზომიერად იპკურეთ სუნამო - გარდა იმისა რომ შემაწუხებელია, ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა სუნების მიმართ, ალერგიულიც კი და ეცადეთ მიზეზი არ გახდეთ სხვისი ცუდად ყოფნისა, მითუმეტეს თუ ეს სხვა თქვენი საყვარელი მამაკაცის მშობელია.


9. რაც არ უნდა გააკეთოთ ან თქვათ, ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად მშვიდი. დაანახეთ, რომ ხართ მშვიდობისმოყვარე ადამიანი, რომელთან ერთად ყოფნაც სასიამოვნო და კომპორტულია. არ გამოხატოთ ნერვიულობა, ამას უხეშობად ჩაგითვლიან. იყავით ბუნებრივი და და ხშირად გაიღიმეთ.
.image

0
52
3-ს მოსწონს
ავტორი:m_zh
m_zh
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0