დიეტოლოგია მარტივი და ყველაზე ეფექტური ხერხი გასახდომად 2014, 11 იანვარი, 1:42 საქართველოში უამრავ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა, რასაც
მეტწილად ქალბატონები განვიცდით. არსებობს უამრავი
დიეტა, კოქტეილი, აბი და ათასი ხერხი ფორმაში ჩასადგომად,
მაგრამ მთავარი მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვების რეჟიმია, რაზედაც ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანი ვთანხმდებით.
პირადად მე უამრავი დიეტა მაქვს ნაცადი და ყველა ცდა იმით დავამთავრე, რომ დიდი წვალების ბოლოს მოშიებული ვიწყებდი "დაკარგული დროის" ანაზღაურებას და შედეგიც მუდამ სავალალო იყო, უფრო მეტს ვიმატებდი. ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ჯანმრთელი, ტანადი და ლაღი ადამიანი და დავიწყე ფსიქოლოგიურად თავის შემზადება, იმისათვის რომ რალური შედეგი მიმეღო და არა დრ ოებით, არამედ სამუდამოდ. დღემდე ასე ვიკვებები და საკმაოდ მალე, (5თვეში) უმტკივნეულოდ დავიკელი ის ზედმეტი 10კგ, რაც მუდამ ჩემი ცხოვრების შავი ლაქა იყო: არანაირი აკრძალვა, გარდა სწრაფი კვებისა და გაზიანი სასმელებისა, რაც მხოლოდ უსარგებლო კალორიების წყაროა, უშაქროდ ვიღებ ჩაის და ყავას. სრულფასოვნად ვიკვებები: ფაფები, პურ ეული, ბოსტნეულის სუპები, ყველანაირი ხილი, ჩირი და ა.შ ვიღებ ყველაფერს, მაგრამ ერთი მაგრამ! ეს ყველაფერი მხოლოდ საღამოს 6 საათამდე. ეს არის ოქროს წესი. სიარული მიყვარს და ბევრს დავდივარ ფეხით, ვცდლილობ მივიღო მხოლოდ ნატურალური და ჯანსაღი საკვები და მინდა ყველას გირჩიოთ, როცა გააცნობიერებთ რომ კვება გჭირდებათ იმისათვის რომ იარსებოთ და არაა პირიქით იარსებოთ იმისათვის, რომ იკვებოთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება! პ.ს. სხვა თუ არაფერი, ჯანმრთელობას არ დავიზიანებთ, მოვიხდენთ სამოსს რომელიც ყოველთვის მოგვწონდა და ყველაზე ლამაზები ვიქნებით, ყველაზე ბოროტ სარკეებშიც კი... წარმატებებს გისურვებთ! 1872 8-ს მოსწონს
|