ქალი და მამაკაცი ცრუ ორსულობა - სამედიცინო ანომალია 2014, 20 სექტემბერი, 22:26 ![]() ცრუ ორსულობა - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა სამედიცინო პრაქტიკაში. ამ მოშლილობის წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონული და ფსიქოლოგიური ფაქტორები. ხშირად ეს ემართება ისეთ ქალებს, რომლებიც დიდი ხანია საერთოდ არ ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას! როგორც წესი, ცრუ ფეხმძიმობისადმი მიდრეკილნი არიან გაუწონასწორებელი, ისტერიებისადმი განწყობილი, განსაკუთრებით შთაბეჭდილებებიანი, ემოციური და იოლად აღგზნებადი ქალები. ზოგჯერ საქმე იქამდეც მიდის, რომ ქალი გრძნობს როგორ „მოძრაობს“ მუცელში ბავშვი. ამის მიზეზი ბავშვის გაჩენის წინაშე შიშია ან პირიქით, დაორსულების აკვიატებული სურვილი. ![]() - „დაორსულების“ ალბათობა იზრდება, თუ ქალი სისტემატურად განიცდის ძლიერ სტრესებს. ცნობილი შემთხვევები, როცა ქალები ცრუ ორსულობის სიმპტომებს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღწერდნენ, რამეთუ საშინლად განიცდიდნენ, რომ ვერ მოასწრეს მათგან შვილის გაჩენა. ცრუ ფეხმძიმობის სიმპტომები სრულიად შეესაბამება ნამდვილი ორსულობისას - წყდება მენსტრუაცია, აღენიშნებათ თავბრუხვევები, გულისრევები, მკერდის ზრდა-დამძიმება, კერტების პიგმენტაცია, მუცლის ზომაში მატება და წონაში მატება. ქალი ჭირვეული ხდება, იოლად ღიზიანდება, მაგრამ ჩვეულებრივ ვერ გაუცნობირებიათ, რანაირად მოახერხა დაორსულება და ეს უფრო ზრდის ნერვოზულ მდგომარეობას. ![]() ცრუ ორსულობა პრინციპში არასაზიანოა, მაგრამ როცა ქალი იცნობიერებს, რომ ბავშვი აღარ ეყოლება, ამან ნევროზი შეიძლება გამოიწვიოს, მთავარია - ნაკლებად ინერვიულონ და სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ. მკურნალობის სახით ექიმები ჩვეულებრივ ნეიროლეპტიკურ საშუალებებს ნიშნავენ, რომლებიც ჰორმონების დონის ნორმალიზებას ახდენენ. აგრეთვე ჰიპნოზის სეანსები, რომელთა ძირითადი ამოცანაა თავიდან პაციენტის იმაში დარწმუნება, რომ ბავშვი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია. არადა ამის დაჯერება არც ისე იოლი ხდება, ორსულობის ყველა ნიშანი ხომ სახეზე იყო. შემდეგ ძალისხმევა არ უნდა შენელდეს დეპრესიის სიმპტომების ჩასაქრობად. ამ პერიოდში არარეკომენდებულია ჰორმონული პრეპარატების მიღება, სანამ არ დაიძლევა ცრუ ორსულობის ძირითადი მიზეზი. ![]() 1388 1-ს მოსწონს
|