x
image
მანჩო 777
ათი ნაკლებადცნობილი ფაქტი პირველი კოსმონავტის იური გაგარინის შესახებ
1961 წლის 12 აპრილი მსოფლიო კოსმონავტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს საბჭოთა კოსმონავტმა იური გაგარინმა განახორციელა პირველი გაფრენა კოსმოსში. მან პირველმა დაძლია დედამიწის მიზიდულობის ძალა, კოსმოსური ხომალდით «Восток-1»-ით დედამიწას შემოუფრინა და 128 წუთი გაატარა კოსმოსში. სწორედ 12 აპრილს დაიწყო მსოფლიო კოსმონავტიკის ერა.

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ათი ნაკლებადცნობილი ფაქტი იური გაგარინის და მის მიერ განხორციელებული პირველი კოსმოსური გაფრენის შესახებ.


image


1. როგორც ჩანს, გაფრენის წონ გაგარინი ძალიან ნერვიულობდა, ეს სტარტი ხომ ფაქტიურად სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვას ნიშნავდა, ამიტომ მან სტარტამდე 2 დღით ადრე გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა მეუღლეს და შვილებს იმ შემთხვევისათვის, თუ გაფრენა კატასტროფით დამთავრდებოდა. საგულისხმოა, რომ ეს წერილი მეუღლეს მხოლოდ 1968 წლის 27 მარტს გადასცეს, როცა იური გაგარინი საცდელი გაფრენის დროს საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.



image



2. კოსმოსურ ხომალდამდე იური გაგარინი ორმა დუბლიორმა მიაცილა.: გერმანე ტიტოვმა და გრიგორი ნელიუბოვმა, თუმცა მეორე დუბლიორის არსებობის შესახებ ფაქტი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი. ტიტოვს და გაგარინს სკაფანდრები ეცვათ, ხოლო ნელიუბოვი ჩვეულებრივ სამხედრო ფორმაში იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამოუვალ შემთხვევაში ის მზად იყო შეეცვალა გაგარინი და ტიტოვი. ნელიუბოვის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული, მხოლოდ შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გაგარინის გაფრენიდან მალე ის უდისციპლინობის და ლოთობის გამო გამოაგდეს ჯგუფიდან და მალე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


image


3. «Восток-1»-ის გაფრენა განხორციელდა სრულ ავტომატურ რეჟიმში. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არავინ არ იცოდა, თუ რამდენად შეინარჩუნებდა კოსმონავტი შრომისუნარიანობას უწონობის პირობებში. მხოლოდ განსაკუთრებით უკიდურეს შემთხვევაში შეეძლო გაგარინს გამოეყენებინა კოდი, რომელიც საშუალებას მისცემდა თავად ემართა ხომალდი.


image


4. გაფრენამდე რამოდენიმე ხნით ადრე იქნა დაწერილი პირველი კოსმონავტის მიმართვა საბჭოთა ხალხისადმი: ის დაწერილი იქნა სამ სხვადასხვა ეგზემპლარად. ასევე სამ ეგზემპლარად იქნა დაწერილი ТАСС-ის პირველი განცხადება კოსმოსური გაფრენის შესახებ: 1. თუ წარმატებით განხორციელდებოდა გაფრენა; 2. თუ კოსმონავტი უკვალოდ დაიკარგებოდა კოსმოსში; 3. თუ კატასტროფა მოხდებოდა და რაკეტა აფეთქდებოდა.


image


5. «Восток-1» -ის გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: რაკეტის ჰერმეტულობის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მისი ლუკი არაჰერმეტულად იხურებოდა. ამის გამო შესაძლებელი იყო ფრენა გადაეტანათ, ეს კი დიდ აურზაურს გამოიწვევდა. რაკეტის კონსტრუქტორმა ოლეგ ივანოვსკიმ ნამდვილი გმირობა გამოიჩინა: მან წამებში მოახერხა და გამოცვალა ლუკის 30 ჭანჭიკი (თანამედროვე ფორმულა-1 -ის მექანიკოსებიც კი ვერ მოახერხებდნენ ამას). კვლავ მოხდა შემოწმება ჰერმეტიზაციაზე და როცა გადამცემმა დადებითი სიგნალი აჩვენა, ყველამ შვებით ამოისუნთქა: ფრენის გადატანა აღარ იყო საჭირო.


image



6. სტარტის უკანასკნელ წუთებში გაგარინმა წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც კარგა ხანს არ ახმაურებდნენ: " ვიწვი, მშვიდობით, მეგობრებო". საქმე იმაშია, რომ ზუსტად არავინ არ იცოდა, რა მოხდებოდა რაკეტის ატმოსფეროს სქელ ფენებში გავლის დროს. ამიტომ გაგარინმა, რომელმაც ილუმინატორიდან ცეცხლის მგრგვინავი ალი დაინახა, ჩათვალა, რომ ხომალდი იწვოდა და მალე აფეთქდებოდა. სინამდვილეში კოსმოსური ხომალდის ცეცხლგაუმტარი გარსის ხახუნის ძალა ატმოსფეროსთან-ეს მუშა პროცესია, რომელიც დამახასიათებელია ყველა კოსმოსური გაფრენის დროს. დღეს კოსმონავტები უკვე აღარ უფრთხიან ამ საოცარ სანახაობას, რომელსაც ხომალდის სტარტის დროს ხედავენ.


image



7. ცნობილი კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება გაგარინი მთავარ კონსტრუქტორს იური კარალიოვს ხომალდის ბორტზე სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე - ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტაციაა, რომელიც გაცილებით გვიან გადაიღეს. საქმე იმაშია, რომ რეალური სტარტის წინ არავის სცხელოდა ფოტო და კინოგადაღებისათვის. მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ გადაწყვიტეს ოპერატორებმა ქრონიკის აღდგენა და სთხოვეს გაგარინს და კარალიოვს ხომალდის კაბინაში ის სცენა გაემეორებინათ, რაც სტარტამდე მართლაც მოხდა.



8. «Восток»-ის კოსმოსურ ხომალდებზე არ იყო გათვალისწინებული დასაჯდომი მოწყობილობა კოსმონავტის უსაფრთხო დაფრენისათვის. პილოტები უბრალოდ ახდენდნენ კატაპულტირებას 1500 მეტრი სიმაღლიდან. ეს იმით იყო განპირობებელი, რომ ამ ხომალდებს არ ჰქონდათ რბილი დაშვების ძრავები. გარდა ამისა, კონსტრუქტორები ეჭვობდნენ, რომ დაშვების დროს კოსმოსური ხომალდის ლუკი უბრალოდ მიედუღებოდა ხომალდის გარსს და იქედან გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა.

იმის გამო, რომ დაშვება ხომალდის გარეშე მოხდა, საერთაშორისო აერონავტიკის ფედერაცია პირველ კოსმოსურ გაფრენას არ ცნობდა, ამიტომ საბჭოეთის წარმომადგენლებმა მოიტყუეს, თითქოსდა გაგარინი დედამიწაზე ხომალდის კაბინით დაეშვა. სიმართლე მხოლოდ 1964 წელს გამოირკვა.


image


9. ერთ-ერთი გახმაურებული თემა, რომელიც დაკავშირებული იყო გაგარინის გაფრენასთან კოსმოსში: წარწერა «СССР» პირველი კოსმონავტის მუზარადზე. ეჭვები წამოვიდა იქედან, რომ სტარტის წინ გადაღებულ ფოტოებზე ზოგან არის ეს წარწერა, ზოგან კი არ ფიგურირებს. საოცარია, მაგრამ თუ როგორ მოხდა ეს, ზუსტი პასუხი არავინ იცის. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სკაფანდრის შემქნელებს უბრალოდ დაავიწყდათ მუზარადზე წარწერის გაკეთება და მხოლოდ სტარტის წინ, ნიკიტა ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნით ხელდახელ გააკეთეს წარწერა. ეს მოხდა სტარტამდე 20 წუთით ადრე და წარწერა გაკეთებული იქნა პირდპირ გაგარინის თავზე, ისე, რომ მუზარადი მისთვის არ მოუხსნიათ (სკაფანდრის ჩამა-გახდას რამოდენიმე საათი ჭირდებიდა). ამიტომაა, რომ ის ზოგ ფოტოზე ჩანს, ზოგზე კი არა.


image


10. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, იუმორნარევი წვრილმანი ადამიანის პირველ გაფრენაზე კოსმოსში დაკავშირებულია გაგარინის ...ფეხსაცმლის თასმებთან. როცა გაგარინი ოფიციალურ მიღებაზე მივიდა, რათა ხრუშჩოვისათვის მოეხსენებინა პირველი კოსმოსური გაფრენის წარმატებით განხორციელების შესახებ, კადრში მოხვდა მისი ფეხსაცმლის შეუკრავი თასმები. ამ უბრალო, საყოფაცხოვრებო დეტალმა კიდევ უფრო მეტი სიყვარული გამოიწვია ხალხში გაგარინის მიმართ. ამბობენ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი სერგეი, რომელიც ამ ცერემონიას ესწრებოდა, მივიდა გაგარინთან და მას დაეხმარა თასმების შეკვრაში.


image


P.S. ეს პოსტი ჩვენი საიტის ერთი მომხმარებლის თხოვნით დავწერე, რომელსაც სურვილი ჰქონდა ცოტაოდენი ინფორმაცია შეეტყო პირველი კოსმონავტის შესახებ. იმედია, ოდნავ მაინც დავაკმაყოფილე მისი ინტერესი.

2
1370
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1370
  
2018, 27 თებერვალი, 2:41
ძალიან კარგი იყო მანჩო, ყოჩაღ
2014, 25 სექტემბერი, 16:35
ძალიან მომეწონა. გარდაცვალებაზეც თუ მოიძიებ რამეს და დაწერ კარგი იქნება
0 1 2