სიახლეები ხოჭოები, რომლებიც კიბოს არჩენენ : მწერებით მკურნალობა – წარსული და დღევანდელობა 2014, 15 სექტემბერი, 19:03 მწერები - ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსებებია დედამიწაზე. არსებობს მწერების ზოგიერთი სახეობა, რომელთა უბრალო მიკარებაც კი საშინელ ტკივილს და ტანჯვით სიკვდილს იწვევს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მწერები სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა. ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელები დოკუმენტალურად აღწერდნენ მათ სასარგებლო თვისებებს, ხოლო ჩინურ მედიცინაში უკვე სამი ათასწლეულია ცნობილია მკურნალობის მეთოდები თუთის აბრეშუმხვევიას დახმარებით. მაიას ტომების მკურნალები ათასი წლის წინათ ბუზების მატლებით საკმაოდ ეფექტურად მკურნალობდნენ ბევრ დაავადებას.
მწერებით მკურნალობა არც ჩვენი წინაპრებისათვის იყო უცხო. ისინი A ჰეპატიტს (სიყვითლეს) პურის გულში გახვეული ტილების გადაყლაპვით კურნავდნენ. ადამიანების დიდ ნაწილში მწერები ასოცირდება დაავადების გავრცელებასთან და არა მის მკურნალობასთან. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ბუზებს ათასგვარი ინფექცია გადააქვთ, სახლში ტარაკნების ან ჭიანჭველების მომრავლებამ შესაძლებელია კვებითი მოწამლვა გამოიწვიოს, ხოლო მალარიის კოღოს ნაკბენით ყოველწლიურად დედამიწაზე 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება. მიუხედავად ასეთი საშინელი სტატისტიკისა, ადამიანების დიდი ნაწილი მწერებს მაინც იყენებს სამკურნალოდ. მაგალითად, ბევრ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებაში იყენებენ მწვანე ბუზების მატლებს ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მოსაშუშებლად. თუმცა არ იფიქროთ, რომ აქ ლაპარაკია ბუნებაში არსებული ბუზების გამოყენებაზე-მათ შეიძლება დამატებითი ინფექცია გამოიწვიონ ორგანიზმში. სამკურნალოდ გამოსაყენებელი ბუზები სპეციალურად გამოჰყავთ ლაბორატორიებში, სუფთა და სტერილურ გარემოში. ასეთი ბუზების მატლები ჭრილობებს პირწმინდად ასუფთავებენ და მას აცილებენ ჩირქს, რის შედეგადაც ჩქარდება შეხორცების პროცესი. ალბათ ძნელი დასაჯერებელია, რომ ტარაკნებისაგან შეიძლება ანტიბიოტიკის დამზადება. იცოდით, რომ ტარაკანის ორგანიზმი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ძალიან ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკია? თან იმდენად ძლიერი, რომ შეუძლია მოკლას ყვითელი სტაფილოკოკი-ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიკრობი, რომელიც სახიფათო ინფექციას იწვევს. ალბათ ყველა თქვენგანს სმენია ფუტკრის შხამის სარგებლიანობის შესახებ, რომელიც უამრავ სამკურნალო ნივთიერებას შეიცავს და რომელიც უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ეს შხამი საკმაოდ ეფექტურად კურნავს ართრიტსა და გაფანტულ სკლეროზს. თუმცა უნდა გავითვალისწონოთ ისიც, რომ ფუტკრის შხამი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია და ალერგიული ადამიანებისათვის მას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ასევე უძველეს სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ჭიანჭველას შხამი. მას საკმაოდ წარმატებულად გამოიყენებენ სახსრების სამკურნალოდ. ჭიანჭველას შხამი ბევრი სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შედის და მას მრავალ ქვეყანაში გამოიყენებენ. მაგალითად ავსტრალიელი აბორიგენები თავის ტკივილის მკურნალობისათვის ჭიანჭველებს მდუღარეს ასხამენ და როგორც ჩაის, ისე მიირთმევენ. ამბობენ, რომ ასეთი ჩაი არამარტო თავის ტკივილს შველის, არამედ ჭრილობების შეხორცებასაც უწყობს ხელს. აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულ ჭიანჭველებს აქვთ დიდი თავის ყბები. ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად მათ პირს მოაჭიდებენ ჭრილობის კიდეებს და შემდეგ თავს ჭრიან ჭიანჭველას. 10-15 ასეთი მკაცრი პროცედურის შემდეგ მიიღება შესანიშნავი ნაკერი, რომელიც მშვენივრად ახორცებს ჭრილობას და მისწრებაა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სამედიცინო დახმარებას მოკლებულნი არიან. მალარია-ძალიან საშიში და ვერაგი ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავად იავადებენ თავს მალარიით, რათა განიკურნონ სხვა ავადმყოფობისაგან. ასეთ ავადმყოფობას მიეკუთვნება სიფილისი. მალარიის კოღოს ნაკბენი ორგანიზმში მალარიის გაღვიძებას იწვევს, მაგრამ ამავე დროს კლავს სიფილისის მიკრობებს. ასე რომ, თავდაპირველად მალარია "კლავს" სიფილისს, შემდეგ კი ექიმი იწყებს უკვე მალარიის მკურნალობას. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ამ სიაში ეკუთვნის უამრავ ქვეყანაში ფართოდ გამოყენებულ პატარა, არცთუ სასიამოვნო ხოჭოს, რომელსაც 2001 წელს სპეციალური საიტიც კი მოუძღვნეს www.dieminger.com/gorgojo - აი ეს საიტიც. ამ საიტზე წარმოდგენილია სრული ინფორმაცია ამ ხოჭოზე და მის გამოყენებაზე პროფილაქტიკისათვის და სხვადასხვა დაავადების მკურნალობისათვის. ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში და სხვადასხვა სატკივარით შეწუხებულმა ადამიანებმა დაიწყეს ამ ხოჭოების მოშენება, სიამოვნებით უზიარებდნენ რა სხვებსაც მკურნალობის ამ მეთოდის უპირატესობას. ხოჭოებს ღებულობენ სხვადასხვა დაავადების დროს: კიბო, დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ასთმა, ფსორიაზი, ოსტეოპოროზი, დერმატიტი, შიდსი და მრავალი სხვა ( სულ 70-მდე დაავადება). უნიკალური თვისებების გამო ამ ხოჭოს "ექიმბაში"უწოდეს. ხოჭოს სამშობლოდ არგენტინა ითვლება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მას გორგოხოს (GORGOJO) ეძახის და უხსოვარი დროიდან გამოიყენებს სამკურნალოდ. ბიოლოგებმა მკურნალი ხოჭოს კლასიფიცირება შემდეგნაირად მოახდინეს - კლასი: მწერები (Insecta), ჯგუფი: ხეშეშფრთიანები (Coleoptera), გვარი პალემბუსი ((Palembus), სახეობა დერმესტოიდები (dermestoides). ხოჭოები შესწავლილი იქნა გერმანელი მეცნიერების მიერ, რომელთაც მსოფლიოს ამცნეს ამ სასწაულმოქმედი მწერების შესახებ. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ისინი წარმატებით კურნავენ კიბოს მის ადრეულ სტადიებზე. ხოჭოებით მკურნალობის მეთოდი ასეთია: ავადმყოფმა ის უნდა გადაყლაპოს ცოცხალ მდგომარეობაში, უზმოზე, ცოტაოდენი კეფირის ან იოგურტის მიყოლებით. ამ გარემოში ხოჭოები დუნდებიან, მაგრამ არ კვდებიან და კუჭში აგრძელებენ თავიანთ მოქმედებას. ადამიანის კუჭში მოხვედრილი ხოჭო გამოყოფს განსაკუთრებულ ფერმენტს, რომელიც სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანის მთელ სხეულზე, ამაგრებს მის ყველა სისტემას, დაწყებული ნერვულით და დამთავრებული იმუნურით, ეხმარება რა ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლაში. შედეგი მიიღება 15-20 პროცედურის შემდეგ, კერძოდ: ქრება ცუდი სუნი პირიდან, რადგან წესრიგდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება; ის, ვინც კუჭის მაღალი მჟავიანობით(ეგრეთ წოდებული იჟოგა) იტანჯებოდა, სამუდამოდ დაივიწყებს მის შესახებ; სტაბილიზირდება ნერვიული სისტემა; აღარ გაწუხებთ უძილობა; გაციება და სურდო თქვენი ხშირი სტუმარი აღარ იქნება; დილით გაიღვიძებთ მხნედ და ენერგიულად და იგრძნობთ ძალების მოზღვავებას; იგრძნობთ, როგორ იხევს უკან თქვენი ავადმყოფობა და უმჯობესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანი სკეპტიკურად შეხედავს მკურნალობის ამ მეთოდს: ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ..მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა განუწყვეტლივ ვითარდება, ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავენ წინაპრების მიერ აპრობირებულ მკურნალობის ხერხებს და სავსებით შესაძლებელია, რომ მკურნალობის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ფიზიოთერაპია, ფიტოთერაპია, არომათერაპია, მასაჟი, ნემსების ჩხვლეტით მკურნალობა, მალე დაემატოს ინსექტოთერაპიაც, ანუ მწერებით მკურნალობა. 910 10-ს მოსწონს
|