ქალი და მამაკაცი რას ველოდოთ ქმრის ყოფილი ცოლისაგან? 2014, 14 სექტემბერი, 2:27 ![]() თხოვნას ბოლო არა აქვს ქმარს აბოდებს ტელეფონზე, ნახევარი საათი აქნევს ტელეფონის ყურმილს, საიდანაც იფრქვევა გაუთავებელი ჩივილის სეტყვა: „შენი გულისათვის ვერ ამეწყო ცხოვრება – არა მაქვს განათლება, ვერ ვპოულობ კარგ სამსახურს, მშობიარობამ და ბავშვის მოვლამ ჯანმრთელობა შემირყია და ახლა ასეთი არავის აღარ ვჭირდები, შენ კი...“ ქმარი კი მორჩილად ან კბილების ღრჭიალით მიდის ყოფილი ცოლის მორიგი თხოვნის შესასრულებლად: - იქნება ეს ონკანის შეკეთება, ბავშვთან ჯდომა, მატერიალური დახმარება, თუ აუწყობელი ცხოვრების შესახებ განცდების მოსმენა. თავიდან მოგწონდა კიდეც, რომ ქმარი ყოფილ ცოლზე ზრუნავდა, ე.ი. ის კარგი, წესიერი ადამიანია და გაგებით ამბობდი: „დიახ, რა თქმა უნდა, დაეხმარე“. შემდეგ ჩუმ ნეიტრალიტეტს იცავდი, ახლა კი თავდაჭერით, მაგრამ მკაფიოდ აგებინებ ქმარს, რომ სრულიად არ მოგწონს ის ყურადღება, რომელსაც ის პირველი ცოლის მიმართ იჩენს. რა მოხდება შემდეგ? ნუთუ სკანდალი მწიფდება? ![]() გვერდზე გადავდოთ კითხვა: რატომ უწყალებს ის გულს თავისი თხოვნებით? როგორც ქალი ქალს, ჩვენ შეგვიძლია სავსებით გავუგოთ მას. მაგრამ ქმარი... თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ქმარს თქვენ უყვარხართ და „ყოფილთან“ დაბრუნებას არ აპირებს. მაშინ რატომ არ ეუბნება უარს თქვენი ქმარი მის გაუთავებელ თხოვნებზე? შესაძლოა, ის ისეა აღზრდილი, რომ თავის პირდაპირ მოვალეობად თვლის ქალის დაცვას და სუსტის დახმარებას. ამ პოზიციაში ცუდი არაფერია, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, როცა თქვენს ქმარს რეალურად შეუძლია თავისი ძალა გამოთვალოს. თუ არადა, მას აუტანელი ტვირთი შეიძლება დააწვეს და ადრე თუ გვიან შუაზე გაიხევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა „ყოფილი“ მუდმივად აღვივებს მასში დანაშაულის გრძნობას, რომ მან ის მიატოვა. თუმცა, ზოგჯერ ის ისე იქცევა, თითქოს განქორწინების ინიციატივა მას ეკუთვნოდა. ზოგჯერ ის, რომ თქვენი ქმარი სიამოვნებით მიდის კონტრაქტზე (თუნდაც სრულიად უდანაშაულო) ყოფილ ცოლთან, იმითაც აიხსნება, რომ ეს ქალი აქამდე მნიშვნელოვანია მისთვის. ეს თქვენთვის ყოველთვის არაა სასიამოვნო, მაგრამ არ უნდა გაიკვირვოთ. თქვენმა ქმარმა ხომ მასთან არაერთი წელი გაატარა და მათ ცხოვრებაში, მერწმუნეთ, მხოლოდ სკანდალები არ ყოფილა. მათ ჰყავთ საერთო შვილი (შვილები), აგრეთვე საერთო ცხოვრების გამოცდილება, რომელიც მამაკაცისათვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება, რომ სიყვარული გაივლის, მაგრამ პატივისცემა, ადამიანთან მიჩვევა კი რჩება. ზოგჯერ ქმრის დამოკიდებულება ყოფილ ცოლთან წარმოადგენს ერთგვარი მოვალეობის, დანაშაულისა და გამოულეველი მიჩვევის გრძნობას. თქვენ ასეთი ურთიერთობა გაწუხებთ და არ იცით, როგორ მოიქცეთ. თქვენ ოცნებობთ, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ასე დაჟინებით არ ერეოდეს თქვენს აწმყოში. ![]() აქვე აღვნიშნავთ: არ ღირს ყოფილ ცოლთან მტრობა და მის ცხვირწინ კარის მიჯახუნება, თუ ის წესიერია და არაა სკანდალური და ისტერიული ქალი. თქვენ ოჯახებითაც კი შეგიძლიათ იმეგობროთ. ბევრი იქცევა ასე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თითოეული გაცილებული მხარე თავის მეორე ნახევარს პოულობს. მაგრამ ამ ქალის პრეტენზიები თუ განუზომელია, მეგობრობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ![]() რბილად და წესიერად, მაგრამ დაჟინებით გააგებინეთ; გამონაკლისი სევდიან შემთხვევას წარმოადგენს. მაგალითად, როცა მისი შვილი წინა ქორწინებიდან სერიოზულადაა ავად და მას ნამდვილად ესაჭიროება მამის ყოველდღიური დახმარება. ![]() საინტერესო ფაქტები: ის, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად არიან აწყობილნი, ყველასათვისაა ცნობილი. ჩვენ მხოლოდ სხეულის აღნაგობით კი არ განვსხვავდებით, არამედ აგრეთვე აზრთა სხვადასხვაობით და ყველაფერ ახალსა და უჩვეულოზე რეაქციის განსხვავებული საშუალებებით. მაგრამ თუ ჩვენი სხეულების განსხვავება ყველასათვისაა ნაცნობი, გარდა პატარა და ამიტომ უდანაშაულო ბავშვებისა, მაშინ სხვა განსხვავებებზე დეტალურად ლაპარაკი ღირს. მათი საფუძველი ჩვენს თავის ქალაში უნდა ვეძებოთ, კონკრეტულად კი – ქალისა და მამაკაცის თავის ტვინში. თავის ტვინის განყოფილება რეგულირებას ახდენს სასქესო ჰორმონების დონეზე. მამაკაცებში ის მაქსიმუმს აღწევს 16–18 წლის ასაკში, ხოლო ქალებში – დაახლოებით 40 წლის ასაკში. ვიცით რა ასეთი შეუსაბამობა, ადვილად შეგვიძლია ავხსნათ ახალგაზრდების მიზიდვა მომწიფებული ასაკის ქალების მიმართ. ![]() ყნოსვის რეცეპტორები ქალებში 8–ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე კა-ცებში. ასე რომ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ქალები უფრო საგრძნობლად გრძნობენ სუნს და შეუძლიათ არომატის აღქმა მაშინ, როცა მამაკაცებს არაფრის „ყნოსვა“ არ შეუძლიათ. ქალის ტვინი სხეულის მოძრაობას უფრო უკეთესად უწევს კოორდი-ნირებას, ვიდრე კაცის. ამიტომ კაცები ხშირად ვარდებიან საწოლიდან და თითში უფრო ირტყამენ ჩაქუჩს, ვიდრე ლურსმანს. კაცები ნაკლებად ემოციურები არიან. მათ ლიმბიურ სისტემაში (სწორედ ის პასუხობს ემოციაზე) ხომ ბევრად ნაკლებია რეცეპტორები, ვიდრე ქალებში. აი, რატომაა უაზრო ლოდინი, რომ ისინი საყვარელი სერიალის გმირების განცდებზე იტირებენ და ენთუზიაზმით დაიწყებენ ურთიერთობის გარჩევას. აქ საქმე უგულობაში კი არაა, უბრალოდ მათი თავი სხვანაირადაა მოწყობილი. 185 2-ს მოსწონს
|