x
image
მანჩო 777
სიძე და სიდედრი – გლობალური დაპირისპირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით
სიძესა და სიდედრს შორის განსაკუთრებული-დაპირისპირებული დამოკიდებულება არამარტო ქართველებისთვისაა დამახასიათებელი. როგორც ჩანს, დაუფარავი ანტიპათია მეუღლის დედის მიმართ უხსოვარი დროიდან არსებობდა. ამ კავშირის თავისებურებებზე სხვადასხვა ეროვნებისა და ტომის ხალხებში ძალიან საინტერესოდ წერდა ფროიდი თავის ნაშრომში "ტოტემი და ტაბუ".


image


ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ სიძე-სიდედრს შორის დაპირისპირების მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


"ეშმაკიც კი არაა ისე საშიში, როგორც მისი სიდედრი", -აი ასე მიაჩნიათ მსოფლიოს ბევრ კუთხეში და ამ გამოთქმას პირდაპირი მნიშვნელობით ასრულებენ კიდეც. მაგალითად, ოკეანეთის ხალხებში სიდედრის დანახვა სიკვდილივით საშიშია, ამიტომ სიძესა და სიდედრს შორის აქ არის განსაკუთრებული, ერთმანეთისაგან შორს ყოფნის დამოკიდებულება. მაგალითად, ვაჩანდის ტომის ხალხებში სიდედრის ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე სიძე სასწრაფოდ გარბის და ბუჩქებში ან ხეზე იმალება, ხოლო ერთ -ერთი ავსტრალიური ტომის წარმომადგენელი მამაკაცები იმდენად უფრთხიან სიდედრს, რომ თუ ვერ მოასწრეს გარიდება და შემთხვევით დაინახეს ის, მაშინათვე ჭაღარავდებიან შიშით.



image


სოლომონის კუნძულებზე გავრცელებულია ასეთი ტრადიცია: ქორწილის დღის მერე სიძემ არასოდეს არ უნდა ნახოს სიდედრი და თუ ეს შემთხვევა მაინც მისდაუნებურად მოხდა, სიძე ისე უნდა მოიქცეს, თითქოს ვერ იცნობს მას. არც სიდედრმა უნდა შეიმჩნიოს, რომ სიძეს იცნობს.


ბანკას კუნძულის მცხოვრებლებიც ასევე იქცევიან: ისინი მაქსიმალურად ერიდებიან სიდედრთან შეხვედრას, თუ შემთხვევით სიძემ დაინახა გზაზე მომავალი სიდედრი, მას ზურგს შეაქცევს და ასე იქნება, სანამ ქალი თვალს არ მიეფარება.


ზულუსებს რცხვენიათ გამხელა, რომ ეს ქალი მისი სიდედრია, ამიტომ თავს არიდებენ იმ ადგილას მოხვედრას, სადაც შესაძლებელია სიდედრიც იყოს. ერთ-ერთი ავსტრალიური ტომის ვანა ლავას ხალხებში სიძე მანამ არ დააკარებს ზღვის ნაპირს ფეხს, სანამ ქვიშაზე გავლილი სიდედრის ნაფეხურებს ზღვის მოქცევა არ წაშლის.


image


ზოგიერთი ტომის ინდიელებში გავრცელებულია ასეთი ცრურწმენა: სიძე კატეგორიულად არიდებს თავს იმ საგნებთან მიკარებას, რომლებსაც სიდედრი შეეხო. მამაკაცები დარწმუნებულნი არიან, რომ ამით მათი ძალა შესუსტდება და ნადირობისას იღბალი ზურგს აქცევთ.


აფრიკელი ხალხები კიდევ უფრო მკაცრები არიან თავიანთი სიდედრების მიმართ. ბევრ აქაურ ტომში გავრცელებული წესის მიხედვით ცოლის დედას არ შეეძლო ახალდაქორწინებულების სახლში შესვლა. თუ ის ამას მაინც ჩაიდენდა, სიძეს უფლება ჰქონდა სიდედრი მოეკლა.


image


სიდედრების მიმართ მტრული დამოკიდებულება არც ევროპელებისთვისაა უცხო. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ფოლკლორის გმირებად ისინი საკმაოდ ხშირად გვევლინებიან. აღსანიშნავია, რომ ХХ საუკუნის 20-30-იანი წლების ზოგიერთ ავტომობილში სპეციალურად იყი დამონტაჟებული "სიდედრის ადგილი". ეს იყო დამატებითი ნაკლებადკომფორტული, არცთუ უსაფრთხო ღია სავარძელი მანქანის უკანა ნაწილში. ამ სავარძელში მგზავრობა არ იყო სასიამოვნო და დიდ საშიშროებასაც შეიცავდა, ამიტომ თანამედროვე ავტომობილებში ის, რა თქმა უნდა, აღარ ფიგურირებს. თუმცა თავად ეს ფაქტი მიუთითებს სიძესა და სიდედრს შორის ნეგატიურ, არამეგობრულ, ანტაგონისტურ დამოკიდებულებაზე.


image

0
251
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0