x
image
მანჩო 777
ახალგაზრდა დედა გამუდმებით წამლავდა თავის შვილს სოციალურ ქსელებში პოპულარობის მისაღწევად
26 წლის ლეისი სპირსი გამუდმებით მიზანმიმართულად წამლავდა თავის ვაჟს იმისათვის, რათა ის ავადმყოფი ყოფილიყო და ქალს ჰქონოდა შესაძლებლობა ამის შესახებ სხვადასხვა სოციალურ ქსელში დაეწერა ხოლმე.


image


ნიუ-იორკელი ლეისი სპირსი ძალიან ხშირდა წერდა სოციალურ ქსელებში თავისი 5 წლის ვაჟის გარნეტის ავადმყოფობის შესახებ. მან ბლოგიც კი შექმნა სახელწოდებით "გარნეტის მოგზაურობა" (Garnett’s Journey) .


image



2014 წლის იანვარში გარნეტი ნიუ-იორკის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა ვერაფრით ვერ დაადგინეს, თუ რა სჭირდა ბავშვს. ბიჭუნას სისხლში დიდი რაოდენობით ნატრიუმი აღმოჩნდა.

რამოდენიმე დღის უშედეგო მკურნალობის შემდეგ ბავშვს აღენიშნა თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა და ის მალე გარდაიცვალა კიდეც.


image


ბავშვის საეჭვო და გაურკვეველი მიზეზებით გარდაცვალების გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამომძიებელმა, რომელიც იკვლევდა ამ საქმეს, დაადგინა, რომ ლესლი მიზანდასახულად აძლევდა შვილს ნატრიუმის დიდ დოზას. მან ეს რამოდენიმეჯერმე გააკეთა. უკანასკნელ შემთხვევაში მიცემული დოზა ბავშვისათვის საბედისწერო აღმოჩნდა.


image


ყვცელაზე საშინელი და შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ამას დედა სპეციალურად აკეთებდა. მას უნდოდა ავადმყოფი შვილი ჰყოლოდა, რომ ამის შესახებ ეწერა თავის ბლოგებსა და ექაუნთებზე. პროკურორები ამტკიცებენ, რომ სპირსს აქვს მიუნჰაუზენის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ახდენს ავადმყოფობის სიმულირებას, ხელოვნურად იწვევს დაავადების სინდრომებს, რომ დაექვემდებაროს მკურნალობას, ჰოსპიტალიზაციას, ქირურგიულ ჩარევას.


image


ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელზეც ლეისი სპირსი თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუ მისი ბრალეულობა დამტკიცდა, ქალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

9
776
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
776
  
2014, 17 სექტემბერი, 23:25
და ასეთი ფსიქოპატი დედის ღირსი :((((((((((((((
2014, 17 სექტემბერი, 20:57
რამდენი უშვილო დედა ნატრობს შვილს და ზოგი სულაც არაა დედობის ღირსი:(
2014, 17 სექტემბერი, 20:37
საბრალო ბავშვი სიცოცხლე ერგო ღვთისგან და დედამ არც კი აცადა გაეხარა მისით :(((((((((((((((
2014, 12 სექტემბერი, 10:43
სუფრის მარილი ნატრიუმის ქლორიდია NaCL, ხოლო სუფთა ნატრიუმი ქიმიურად აქტიური მომწავლლელი ნივთიერებაა.
2014, 12 სექტემბერი, 10:26
ნატრიუმით როგორ წამლავდა ნეტა? ნატრიუმი ხო მარილია? სუფრის მარილი თუ არ ვცდები
2014, 11 სექტემბერი, 12:02
მარტოხელა დედა იყო....სხვა ვინმე თუ ჰყავდა, ინფორმაცია მაგაზე არ მაქვს, საშინელეება:(
2014, 11 სექტემბერი, 12:01
საშინელებაა, ქალი როცა ასე იქცევა..მართლა ავად უნდა იყოს ამ დროს, თორე ნორმელური ამას გააკეთებს?:(
2014, 11 სექტემბერი, 11:04
ამ ბავშვს მამა არ ყავდა? ან ვინმე ახლობელი? ყველა დედას დედა როგორ უნდა ერქვას...:(
2014, 11 სექტემბერი, 10:31
ცნობილი ძიძა,გვარი დამავიწყდა ბავშვების სერიული მკვლელი გამახსენდა..ზუსტად მასე იქცეოდა....
0 1 9