- შეყვარებული მთავაზობს ცოლობას, მე კი დარწმუნებული არა ვარ, რომ მასთან ბედნიერი ვიქნები. მე ვხვდები მამაკაცს უკვე თითქმის წელიწადია. თავიდან, როცა ჩვენ პირველად გავიცანით ერთმანეთი, ის იყო ძალიან თავაზიანი და ნაზი. თუმცა დროთა განმავლობაში თავისი ხასიათი გამოამჟღავნა მთელი სისრულით. აღმოჩნდა მბრძანებლური და შარიანი. ის მუდმივად მიმითითებს, რა უნდა ვაკეთო, ვისთან უნდა ვიკონტაქტო და როგორ უნდა ვიცხოვრო. ჩვენ ყოველთვის ვკამათობთ და ყოველთვის მე ვუთმობ. ღირს კი ასეთ ადამიანთან ბედის დაკავშირება? - ანა ო.
- ვფიქრობთ, რომ ასეთ ქორწინებას შანსი აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს ადამიანი ძალიან გიყვართ და მზად ხართ მოთმინებით გადაიტანოთ მისი ხასიათის ყველა სიძნელე. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარი დროთა განმავლობაში იცვლიან თავიანთ საქციელს, თუმცა არ ღირს იმის იმედოვნება, რომ თქვენი მეგობრის ხასიათი ძლიერ შეიცვლება. ამ ტიპის ხალხი ყოველთვის გაურბიან თავზე კონტროლს, ამიტომ ძალიან ძნელი იქნება მისი საქციელის კორექტირება. თქვენ დაგჭირდებათ უამრავი ნებისყოფა, ძალა და საკუთარ თავში დარწმუნება იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ დამოკიდებულების ბადეში. ამიტომ მანამ, სანამ გათხოვდებოდეთ, თქვენ უნდა კარგად იფიქროთ და აწონდაწონოთ ყველა „ხო“ და „არა“. და, რა თქმა უნდა, აუცილებელია დაელაპარაკოთ საქმროს თქვენს ეჭვებსა და წუხილზე.
- დრო შეუმჩნევლად გარბის და მასთან ერთად სადღაც ქრება გრძნობათა სიმწვავე და ნათელი ურთიერთობები... ქმართან ერთად თხუთმეტი წელია ვცხოვრობ. დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა უფრო ამხანაგურს ემსგავსება. ჩვენ იშვიათად ვართ სექსით დაკავებული. შეიძლება ასაკში შესვლასთან ერთად ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა მე ვწუხვარ დაკარგულ ვნებაზე. არის თუ არა რაიმეს შეცვლის საშუალება? - ლიკა ა.
- არ ღირს ასე ძლიერ სტერეოტიპებზე დაყრდნობა. უამრავი წყვილისათვის ვნებიანი სიყვარულის ჩაქრობა არაა აუცილებელი. სიყვარული უცბად არ კარგავს თავის მაგიას. თუ თქვენ აგროვებთ წყენას, ერთმანეთის მიმართ არ ხართ გულწრფელნი და არ გსურთ სიყვარულის ხელოვნებაში გაწვრთნა, სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს გადააქცევს საყვარელ ქმარსა და ცოლს ერთი ბინის მეზობლებად.
მწვავე გრძნობების დაბრუნება რეალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე პარტნიორი გადაწყვეტს სიყვარულის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს, რაც კი შესაძლებელია. პირველ რიგში შეურჩიეთ მომენტი და ქმარს ჩამოუგდეთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ ძლიერ გჭირდებათ მისი ფიზიკური და ემოციური სიახლოვე ისეთი, როგორიც იყო თქვენს შორის ადრე, რომ თქვენ გსურთ ჩვეული ურთიერთობები გადააქციოთ რაღაც ახლად, ნაზ და ამაღელვებელში. უთხარით, რომ ორივე იმსახურებთ ასეთ ურთიერთობას. მაგრამ შეეცადეთ, რომ საუბარი წარმართოთ საყვედურებისა და დადანაშაულებების გარეშე.
- არ ვიცი მასზე უკეთესი მეგობარი - ის კი განქორწინების შემდეგ შურიანი გახდა ახლახანს უახლესი მეგობარი ქმარს გასცილდა და პატარა ბიჭთან ერთად დარჩა. მე ოჯახური ცხოვრება წარმატებით მაქვს აწყობილი. მაგრამ ბოლო დროს ხშირად მეჩვენება, რომ ჩემს მეგობარს გულღიად შურს ჩემი ბედნიერების. რა ვქნა, ნუთუ უნდა შევწყვიტო მასთან ყოველგვარი ურთიერთობა? მაგრამ ჩვენ ხომ ბავშვობის მეგობრები ვართ და არ მინდა მისი დაკარგვა? - თამილა შ.
- არაა გამორიცხული, რომ თქვენი შეშფოთება უსაფუძვლო იყოს. ასეთ შემთხვევაში მეგობრის შური სავსებით გასაგებია: თქვენ დიდი ხნის მეგობრები ხართ და ყოველთვის „ნაბიჯ-ნაბიჯ“ მიდიოდით. მოულოდნელად ერთ-ერთი თქვენგანი გემს გარეთ დარჩა და ნაღვლიანად გაჰყურებს რა მოცურავე გემს, საკუთარ თავს ეკითხება: „რითი ვარ მასზე უარესი?“ აქედან ორი ნაბიჯია ინტრიგამდე თქვენი ოჯახური ბედნიერების დანგრევის მიზნით რათა მდგომარეობა გაათანაბროს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეეცადოთ მეგობრობის გადარჩენა, თუ მიიღებთ სწრაფ მონაწილეობას მეგობრის ბედის მოწყობაში: გააცანით მას მარტოხელა მამაკაცი და თუნდაც ეს ნაცნობობა ახალი ქორწინებით არ დასრულდეს, რაღაც დროით მაინც გადაიტანს ყურადღებას. აი, თქვენი მეუღლის ურთიერთობა მეგობართან კი მინიმუმამდე დაიყვანეთ.