ფოტოგრაფია ფოტოებისა და ნახატების საოცარი შერწყმა შვეიცარიელი ფოტოგრაფის ფოტოპროექტში 2014, 10 სექტემბერი, 0:40 შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა ერიკ იოჰანსონმა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ფოტოშოფის დახმარებით საკუთარი ფოტოებისგან არაჩვეულებრივი ჩანაფიქრი განახორციელა და ძალზედ ორიგინალური და შეუძლებელი ფოტოები შექმნა. მან თავისი პროექტისათვის დიდი შრომა გასწია, რისთვისაც სალვადორ დალის, მორის ეშერისა და რობ გონსალესის ნახატები გამოიყენა, რომლებზეც ფოტოშოფის დახმარებით თავისი გადაღებული ფოტოები „გადაიტანა“. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ერიკმა 15 წლის ასაკში გამოავლინა, როდესაც მან დაბადების დღეზე, თავისი პირველი ციფრული ფოტოაპარატი მიიღო საჩუქრად. შემდგომში ეს ინტერესი მხატვრობაში გადაიზარდა. წლების განმავლობაში შვეიცარიელმა საუკეთესო გამოცდილება დააგროვა და საბოლოოდ, მან თავისი ინტერესის სფეროების გაერთიანება გადაწყვიტა. ასე გახდა ერიკ იოჰანსონი ფოტომხატვარი.... ამ სტატიაში გთავაზობთ მის მიერ გადაღებულ და აღიარებულ შედევრებს, რომელიც ყველა დამთვალიერებელს იპყრობს და იტაცებს თავისი ორიგინალურობით. მისი ფოტოები მალე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და პოპულარობაც მალე მოიპოვა. ამ გზით საკუთარი ნიჭის მსოფლიოსთვის გაცნობადღეს ყველაზე მარტივი გზა არის. ზამთრის დადგომა ელექტროგიტარა მაკრატლები თავისუფლება მოგზაურობა თოვლით დაფარული გზის საფარველი 135 2-ს მოსწონს
|