x
image
პერსეპოლისი
ყვავილების გვირგვინით მორთული 20 ულამაზესი გოგონას ფოტო
image

გოგონები და ყვავილები - ეს ყველაზე ლამაზი რამ არის მთელს სამყაროში და რა არის იმაზე ულამაზესი, როდესაც ლამაზი გოგონა ყვავილებისგან გაკეთებულ გვირგვინს ატარებს. ყვავილებისგან დაწნული გვირგვინები ქალებს მეტ რომანტიულობას, დახვეწილობასა და იდუმალებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ფოტოები, რომლებზედაც ამ ორი სილამაზის შერწყმაა ასახული, ყოველთვის შთამბეჭდავად ლამაზი და ხანდახან მაგიურიც კი გამოდის.
ამ ბოლო დროს, უამრავი ფოტოგრაფის მუზა გახდა სწორედ ყვავილების გვირგვინით მორთული გოგონები და ეს იდეა სწრაფად
აიტაცეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ასეთი ფოტოები უკრაინელმა ფოტოგრაფმა გადაიღო. დღეს, სოციალურ ქსელებში უამრავ მსგავს ფოტოს წააწყდებით. ზოგს პროფესიონალურს,
ზოგსაც სამოყვარულოს. ამ ყველაფერს მამაკაცებისგანაც მოყვა ერთგვარი გამოხმაურება, წვერებზე მიმაგრებული ყვავილების სახით, რაც ასევე აქტიურად აიტაცეს.
ზაფხული, ყვავილებისა და ლამაზი ფერების დრო უკვე იწურება. ასე რომ, ლამაზმანებო, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოასწარით მოდას აყოლა და ყვავილებით ფოტოების გადაღება, ცოტა დრო დაგრჩათ და კარგად დაფიქრდით. მანამდე კი, გთავაზობთ იმ 20 ულამაზესი გოგონას ფოტოს, რომლებმაც არაჩვეულებრივი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ეს ფოტოები იხილა.


image


image


image



image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0