ფოტოგრაფია საქართველო 100 წლისწინანდელ რუსეთის ფოტოებში. 2014, 15 მარტი, 20:21 რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ამერიკულ პორტალზე სტატია გამოქვეყნდა სახელით „რუსეთის ფოტოები, რომლის ნახვის დროსაც ვერ დაიჯერებ რომ 100 წლის წინ გადაღებულია“. სტატია ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი და რეიტინგული აღმოჩნდა, სადაც საქართველოს რამდენიმე ფოტოც გვხვდება. ფოტოგრაფმა სერგეი მიხაილოვიჩ პროდუკინ-გორსკიმ გადაწყვიტა ნიკოლოზ მეორის დროინდელი რუსეთის იმპერია მიმოეხილა, რომელიც იმდროისთვის არაერთ ქვეყანას მოიცავდა, მათ შორის საქართველოს. შესაბამისად, ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე რთული ეპოქის ფოტონაკრებში საქართველოს ფოტოებიც მოხვდა. ფოტოგრაფმა ამ პროექტისთვის გამოიყენა სპეციალური კამერა წითელი, მწვანე და ლურჯი ფილტრებით, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ფოტოებს. ბევრისთვის ეს პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ისტორიის ფოტო-კოლაჟში საქართველოს, სომხების და უზბეკების ფოტოებიც არის, მაგრამ ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ შევცვლით და პროტესტის გამოსათქვამადაც ცოტა არ იყოს და დაგვიანებულია. დაღესტანში მცხოვრები ქართველები. ქართველი ქალი. დაღესტნელი ქალები. სომეხი ქალი ნაციონალურ სამოსში. უზბეკი მამაკაცი ნაციონალურ სამოსში. ეს ფოტო გადაღებულია ყოროლისწყალზე, ბათუმთან ახლოს. თბილისის ხედი მამა დავითის ეკლესიიდან. 1910 წელი. უზბეკი ქალი. სოხუმი, აფხაზეთი. 884 15-ს მოსწონს
|