სისხლის სამართალი ახალ ზელანდიაში უცნაური სექსუალური მანიაკი დააკავეს 2014, 8 სექტემბერი, 15:05 ახალ ზელანდიაში 55 წლის ფილიპ ლეილ ჰანსენი(Philip Lyle Hansen) ეჭვმიტანილია ქალებისთვის ბრტყელტუჩათი კბილების ამოღებაში, გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობაში..სულ ჰანსენს 11 ბრალდება აქვს წარდგენილი.იგი ჯერ კიდევ 2012 წელს დააკავეს, თუმცა მისი სახელი არ ხმაურდებოდა.
ველინგტონის სასამართლოს ეჭვმიტანილმა ადვოკატის თანხლებით მიაკითხა, თხოვნით, რომ მისი სახელი არ გახმაურებულიყო, მანამდე მაინც, სანამ მისი საქმის განხილვა არ დაიწყებოდა. იგი აგრეთვე უარყოფს ბრალდებას, რომ სამ მსხვერპლს სექსუალური აქტის დაწყებამდე 10-მდე კბილი ამოაცალა ბრტყელტუჩათი. იუწყება New zeland herald-ი. 2012 წლის დეკემბერში ჰანსენის ადვოკატმა მაიკლ ანტონოვიჩმა თხოვნით მიმართა სასამართლოს, რომ ეჭვმიტანილის სახელი არ გახმაურებულიყო იმისთვის, რომ მის ბიზნესს და რეპუტაციას სახელი არ შელახვოდა..თუმცა ამჯერად სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და ეჭვმიტანილის სახელი საჯარო გახადა. სექსუალური მაინიაკის სასამართლო 2015 წლის აპრილში გაიმართება. 65 3-ს მოსწონს
|