x
image
მანჩო 777
თანამედროვე განდეგილი ანუ 30 - წლიანი მარტოსული ცხოვრება ალიასკის მთებში
მისი საოცარი სიყვარული ველური ბუნებისადმი, მისი მისწრაფება ცოცხალ სამყაროზე დაკვირვებისა, მისი სწრაფვა თვითგადარჩენისაკენ ბუნების მკაცრ პირობებში, შეზღუდული რესურსებითა და შესაძლებლობებით გახდა მისი შთაგონების წყარო, რომელიც მან დოკუმენტალურად ასახა თავისი სიცოცხლის 30 წლის მანძილზე. ეს წლები მან მარტოობაში, ბუნების მკაცრ პირობებში გაატარა სახლში, რომელიც თავისი ხელით აააშენა.


image


რიჩარდ ლიუკ დიკ პრენეკი დაიბადა 1916 წელს ამერიკაში, აიოვას შტატში. მას ბევრი იცნობს ავტობიოგრაფიული ფილმით "მარტოდმარტო ველურ სამყაროში"(Alone in the wilderness).

პრენეკი ახალგაზრდობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში მუშაობდა ზეინკლად, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მსახურების დროს ის ავად გახდა რევმატიზმით და მთელი 2 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. ამ ავადმყოფობამ დიდი როლი ითამაშა პრენეკის შემდგომ ცხოვრებაში. მან სიცოცხლის დარჩენილი წლები დაუკავშირა თავისი სხეულის გაჯანსაღებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.



image


1950 წელს რიჩარდი საცხოვრებლად ალიასკაზე გადავიდა და სხვადასხვა ადგილას მუშაობდა როგორც ზეინკლად, ასევე მეთევზედ-იჭერდა სამეფო ორაგულებს "თევზეულისა და ნანადირევის სამსახურში".


image


1968 წელს რიჩარდი პენსიაზე გავიდა და გადაწყვიტა სრულიად ახლებური ცხოვრება დაეწყო: მან მოიფიქრა საკუთარი თავი გამოეცადა იმაში, თუ რამდენად შეძლებდა ველურ პირობებში სრულიად მარტოდმარტო ცხოვრებას. დიკმა საცხოვრებლად ამოირჩია ტბის- ტვინ ლეიკსის ახლომდებარე ულამაზესი ადგილი. აქ მან სრულიად მარტომ ააშენა ქოხი მორებისაგან და მასში ცხოვრობდა მთელი 30 წლის განმავლობაში.


image


ერთადერთი ადამიანი, ვისაც დიკი ხედავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი მეგობარი პილოტი იყო, რომელიც თვეში ერთხელ მიფრინდებოდა და სურსათს და საჭირო საგნებს აწვდიდა განდეგილს. ამ 30 წლის განმავლობაში დიკი დაკვირვებებს აწარმობდა ველურ ბუნებაზე და ამინდზე, იღებდა ფოტოსურათებს, აწარმოებდა მეტროლოგიურ ჩანაწერებს და დღიურებს, გადაიღო დოკუმენტური ფილმი თავის ცხოვრებასა და გარემომცველ ბუნებაზე.


image


დიკ პრენეკიმ ბედნიერად გაატარა თავისი სიცოცხლის 30 წელი და ბევრმა შეიძლება შურის თვალითაც კი შეხედოს მის განვლილ ცხოვრებას. ფირზე გადაღებული 30 წლიდან დაამონტაჟეს 4 ფილმი, აი ისინიც:

Alone In The Wilderness (მარტო ველურ სამყაროში)


The Frozen North (ყინულოვანი ჩრდილოეთი)


Alaska: Silence & Solitude (ალიასკა:სიჩუმე და მარტოობა)


Alone In The Wilderness, Part II (მარტო ველურ სამყაროში, ნაწილი მეორე)


image


დიკის გამოცდილებამ მრავალი ადამიანი შთააგონა ჩაედინათ სხვადასხვა ვაჟკაცური საქციელი და გავლენა მოახდინა მათ მსოფლმხედველობაზე. როცა ხედავ ამ შესანიშნავ ცხოვრებას ბუნებაში, თავისუფლებაში, სამყაროსთან ჰარმონიაში, არ შეიძლება არ შეგშურდეს დიკის.

ალბათ სულის სიღრმეში ბევრი ადამიანი ოცნებობს ბუნებასთან განმარტოებულად ცხოვრებაზე, თუნდაც ნუ იქნება ეს ალისკა. ისინი მიისწრაფიან ცოტა ხნით მაინც გახდნენ პირველყოფილნი, რათა შეიცნონ ბუნება, სადაც ჯერ კიდევაა ტყეები, რომელთაც ადამიანის ხელი არ შეხებიათ; კიდევ არიან ცხოველები, რომლებსაც ადამიანი არასოდეს უნახავთ და არ ეშინიათ მისი.


image


დიკი 2003 წელს გარდაიცვალა კალიფორნიაში მას შემდეგ, რაც 82 წლის ასაკში გადავიდა იქ საცხოვრებლად. ამჟამად ტვინ ლეიკსის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული ნაკრძალი, რიჩარდის ქოხში ახლა მუზეუმია განთავსებული, სადაც ყველა მისი ნივთი ხელუხლებლადაა შენახული.


image


ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ დიკ პრენეკის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ცხოვრება ველურ სამყაროში".



0
505
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0