x
image
beko777
შეყვარებული ალფონსის შეცდომა
imageეს ისტორია საბჭოეთის დროს მოხდა, როცა წვრილ-წვრილი თაღლითობა დამნაშავეთა შორის ყველაზე უსაფრთხო ჩანაფიქრად ითვლებოდა. იმდენად, რამდენადაც დანაშაულის დამტკიცება ძნელი იყო, თანაც, სასჯელს იმასთან შედარებით საკმაოდ ნაკლებს ითვალისწინებდა, ვიდრე ეს იყო ქურდობის და ყაჩაღობის შემთხვევაში.


განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი მაშინ ქორწინებაში მყოფ აფერისტებს ჰქონდათ, რომლებიც „ლეიტენანტ შმიდტის შვილებივით“ უსაფრთხოდ გადადიოდნენ საბჭოთა კავშირის ერთი კუთხიდან მეორეში და პერიფერიებში დასახლებულ ათობით ქალსა თუ გოგონას მოტყუებულსა და გაძარცულს ტოვებდნენ.
ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ნოვგოროდელი ვიაჩესლავ ხობოტიც, რომლის „სამუშაო სიაში“ 11 ფინანსურად დაზარებული გოგონა მოხვდა. ყოველ შემთხვევაში, გაუპატიურების ან სრულიად მოტყუებითი დეფლორაციის პრეტენზიით სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელი არავის შეუტანია.


imageზემოხსენებული ალფონსი ქალაქ ნევაში დააკავეს სამართალდამცავებმა, სადაც მორიგი საცოლისგან წამოღებული ძვირფასეულობისა და ტანსაცმლის გაყიდვას ცდილობდა. კალინინის ბაზრის დახლთან მდგომი ალფონსი მისმა ერთ-ერთმა მსხვერპლმა შეიცნო, რომელსაც მელიის საყელოს ყიდვა შესთავაზა. ქალმა, ბუნებრივია, მყისვე მორთო ღრიალი და გულმავიწყ „საქმროს“ მყისვე ჩაავლეს სამართალდამცავებმა ხელი.


კიდევ უფრო სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა სასიყვარულო საქმეების მეორე დიდოსტატი გვარად ვიშნევსკი-ბერინგი, რომელსაც მოულოდნელად შეუყვარდა ლენინგრადელი ლამაზმანი და მასთან სამუდამო საქორწინო უღლის დადგმაც გადაწყვიტა.
თუმცა, „ლენინგრადელი“ გოგონა სინამდვილეში ალტაის მხარის მკვიდრი აღმოჩნდა, რომელიც პრაქტიკულად იმავე საქმით იყო დაკავებული, რითაც მოქალაქე ვიშნევსკი-ბერინგი. ხანმოკლე რომანის შემდეგ სიყვარულს მოწყურებული სასიძო ნივთების, ფულისა და ძვირფასეულობის გარეშე დარჩა.



imageმომდევნო დღეს გოგონა ნაქურდალის გაყიდვის დროს ჩაუვარდა სამართალდამცავებს ხელთ და ალფონსის სავალალოდ, რომელზეც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძებნა იყო გამოცხადებული, მყისვე „დაფქვა“, ვინ და რომელ სასტუმროში გაძარცვა უკანასკნელად. ვიშნევსკი-ბერინგი შეეცადა თავიდან აეცილებინა სამართალდამცავთა მოულოდნელი ვიზიტი და მტკიცედ აცხადებდა, რომ მოპარული ნივთები მას არ ეკუთვნოდა. თუმცა, ამას აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და იქვე დაესვა წერტილი მის მომდევნო გასტროლებს.

0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0