ქალი და მამაკაცი შეყვარებული ალფონსის შეცდომა 2014, 6 სექტემბერი, 17:56 ![]() განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი მაშინ ქორწინებაში მყოფ აფერისტებს ჰქონდათ, რომლებიც „ლეიტენანტ შმიდტის შვილებივით“ უსაფრთხოდ გადადიოდნენ საბჭოთა კავშირის ერთი კუთხიდან მეორეში და პერიფერიებში დასახლებულ ათობით ქალსა თუ გოგონას მოტყუებულსა და გაძარცულს ტოვებდნენ. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ნოვგოროდელი ვიაჩესლავ ხობოტიც, რომლის „სამუშაო სიაში“ 11 ფინანსურად დაზარებული გოგონა მოხვდა. ყოველ შემთხვევაში, გაუპატიურების ან სრულიად მოტყუებითი დეფლორაციის პრეტენზიით სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელი არავის შეუტანია. ![]() კიდევ უფრო სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა სასიყვარულო საქმეების მეორე დიდოსტატი გვარად ვიშნევსკი-ბერინგი, რომელსაც მოულოდნელად შეუყვარდა ლენინგრადელი ლამაზმანი და მასთან სამუდამო საქორწინო უღლის დადგმაც გადაწყვიტა. თუმცა, „ლენინგრადელი“ გოგონა სინამდვილეში ალტაის მხარის მკვიდრი აღმოჩნდა, რომელიც პრაქტიკულად იმავე საქმით იყო დაკავებული, რითაც მოქალაქე ვიშნევსკი-ბერინგი. ხანმოკლე რომანის შემდეგ სიყვარულს მოწყურებული სასიძო ნივთების, ფულისა და ძვირფასეულობის გარეშე დარჩა. ![]() 197 1-ს მოსწონს
|