საზოგადოება ახალგაზრდმა წყვილმა ქორწილისათვის 60 კილოგრამი დაიკლო 2014, 6 სექტემბერი, 14:13 ახალგაზრდა შეფ-მზარეულს მეთ ბრედლის ძალიან უყვარდა თავისი საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, ამავე დროს არც საკუთარი ნახელავის დაგემოვნებაზე არ ამბობდა უარს. სწორედ ამით იყო ის დაკავებული დილიდან საღამომდე, თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ გემრიელ კერძებზე და ნუგბარზე მას ხელი იოლად მიუწვდებოდა. ასეთი მოუწესრიგებელი კვების და დღის განრიგის გამო მეთი ძალიან გასუქდა და 23 წლის ასაკში 115 კილოს იწონიდა.
სწორედ ამ დროს გაიცნო მან ახალგაზრდა გოგონა ჰანა. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ ჰანას ძალიან უნდოდა, რომ ქორწილზე ლამაზი პატარძალი ყოფილიყო. მეთის მსგავსად, ისიც ზედმეტი წონით იტანჯებოდა. ჰანამ შესთავაზა საქმროს ეგრეთწოდებულ გასახდომთა ჯგუფს შეერთებოდნენ. მეთიც დაეთანხმა საყვარელ გოგონას და მათ მკაცრად გადაწყვიტეს საგრძნობლად დაეკლოთ წონაში. გახდომის გეგმა წარმატებით დასრულდა და საერთო ჯამში წყვილმა 60 კილოგრამი დაკარგა ექვს თვეში. აღსანიშნავია, რომ აქედან ლომის წილი მეთზე მოდიოდა: მან 40 კილო დაიკლო, ხოლო ჰანამ 20. როგორც აღმოჩნდა, ქორწილი ახალგაზრდა წყვილისათვის საუკეთესო მოტივატორი აღმოჩნდა. მათ შეძლეს თავის ხელში აყვანა და ქორწილზე მოსული სტუმრებისა და ახლობლების გაოცება სრულიად შეცვლილი იერსახით. მიუხედავად იმისა, რომ შეფ-მზარეულად მომუშავე მეთისათვის ძალიან ძნელი იყო ზედმეტი კილოგრამების დაკარგვა, ახალგაზრდა კაცმა შეუძლებელი შეძლო, ის სულ სხვა ადამიანად იქცა. ეს კი ჰანასა და მეთის ქორწილის ფოტოსურათებია: ახალგაზრდა წყვილმა, როგორც იტყვიან, სხეულს კაპიტალური რემონტი ჩაუტარა და ამან კიდევ უფრო გაამყარა მათი ურთიერთობა. მეთიმ და ჰანამ მკაცრად გადაწყვიტეს, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებიან წინანდელ ფორმებს. ვუსურვოთ წარმატება ამ ლამაზ და ბედნიერ წყვილს! 228 6-ს მოსწონს
|