x
მეტი
  • 15.10.2024
  • სტატია:137622
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511510
ხილის პიცა

image

პიცას იცნობენ და უყვართ მთელ მსოფლიოში. მისი ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ კლასიკური და ყველასთვის კარგად ცნობილი შიგთავსის გარდა შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტები და პიცას ყოველ ჯერზე ახალი და უნიკალური გემო შევძინოთ.


ამჯერად შემოგთავაზებთ ხილის პიცის რეცეპტს, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში, ხილის სეზონზე.


ცომისთვის დაგჭირდებათ:


რძე 150 მლ.


საფუარი 1/2 ჩ.კ.

ფქვილი 250 გ.

თაფლი 2 ჩ.კ.

ზეთი (უმჯობესია ზეითუნის) 2 ჩ.კ.

1 ცალი ფორთოხლის ცედრა

მარილი


image
რძე შეათბეთ (არ გააცხელოთ!), დაუმატეთ თაფლი და მარილი, კარგად აურიეთ, დაუმატეთ საფუარი (არ აურიოთ!) და დააყოვნეთ 10 წუთი, სანამ საფუარი არ გაიხსნება.





ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი, დაამატეთ ფორთოხლის ცედრა. დაასხით რძის მასა და მოზილეთ. დაამატეთ ზეთი და გააგრძელეთ ზელა ერთგაროვანი კონსისტენციის ცომის მიღებამდე. მოათავსეთ ჯამში, გადააკარით ცელოფანი ან ტილო და დააყოვენთ 0.5 საათი.

image











თხელ ნაჭრებად დაჭერით სასურველი ხილი.


image


მოამზადეთ კრემი შემდეგნაირად:


500 გ. არაჟანს დაუმატეთ 100 გ. შაქრის პუდრი, ათქვიფეთ და ცოტა ხნით შედეთ მაცივარში.


ამოსული ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ მრგვალ, საცხობ ფორმაზე. რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, რათა ცხობისას ცომი არ ამოიბურცოს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი. გამოიღეთ და გააგრილეთ.


image











image


გაგრილებულ "ბისკვიტზე" გადაუსვით კრემი და მოაწყვეთ დაჭრილი ხილი თქვენი გემოვნებით.


image



ხილს ზემოდან შეგიძლიათ თხევადი ჟელატინი გადაუსვათ ან შოკოლადის მინანქარი მოაპკუროთ.


უგემრიელესი ხილის პიცა მზადაა!


image




0
110
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0