x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აჭარული ხაჭაპური
1 კგ ფქვილი;image

500 გ. სულგუნი;

5 კვერცხი;

30 გ. დაპრესილი საფუარი;


2 ჭიქა რძე;

200 გ. კარაქი;

1 ს/კ შაქარი;

½ კ მარილი;

1ს/კ ზეითუნის ზეთი.

მომზადება:

აურიეთ ფქვილი, 4 კვერცხი, 150 გ. კარაქი, მარილი, შაქარი და ცივ რძეში გახსნილი საფუარი.

მოზილეთ ცომი. დადგით თბილ ადგილას 3 სთ.

ყველი გახეხეთ მსხვილად.

ცომი გააბრტყელეთ, მოაგუნდავეთ ნავის ფორმა, კიდეები ოდნავ ამოუწიეთ და მოკეცეთ.

ცენტრში მოაყარეთ გახეხილი ყველი. დადევით ზეითუნის ზეთწასმულ ფორმაზე და შედგით 5 წთ 200 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში.

გამოიღეთ ხაჭაპური.

კვერცხი გატეხეთ ხაჭაპურის შუაგულში, გვერდით მოუწყვეთ 25 გ. კარაქი და შედგით აერღუმელში ნახევარი წთ.

3
7046
9-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
7046
  
2016, 25 ივნისი, 15:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 20 თებერვალი, 0:36
ცომი რომ თონიდან ამოვიტანო არა ? :D
0 1 3