x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პიცა “მშვენიერი ელენე”

image



მასალა 12 ულუფისთვის:

    • 450 გ საფუარიანი ფენოვანი ცომი
    • 1 თავი ხახვი
    • 1 ცალი ტკბილი წიწაკა
    • 300 გ მოხარშული ქათმის მკერდი
    • 6 ცალი ლორიანი მდნარი ყველი (სამკუთხედი)
    • 50 გ მაგარი ყველი
    • 8 ცალი უკურკო ზეთისხილი





    • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
    • 20 გ ოხრახუში

გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე. ალყა-ალყა დაჭერით ხახვი. ზოლებად დაჭერით წიწაკა. ხორცი დაკეპეთ. ყველის სამკუთხედები დაჭერით სამად, მაგარი ყველი კი გახეხეთ. ზეთისხილი მრგვლად დაჭერით.

გაბრტყელებული ცომი დააფინეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფენა-ფენა მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შემდეგ მდნარი ყველი, წიწაკა, ზეთის ხილი და გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 30-40 წუთით.

6
8627
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
8627
  
2016, 28 სექტემბერი, 20:01
მეც არჩვეულებრივი პიცები ვიცი რაა პიცა ბატონი რა ცუდია
2013, 2 თებერვალი, 20:17
სადაც გამისინჯავს რონის პიცა ყველაზე ნორმალური იყო, ფიორინოც არაა ცუდი, კიდე არის რაღაც რაღაცეები თუმცა ყველაზე გემრიელი მაინც ჩემი მეგობრის გაკეთებულია :))
2013, 2 თებერვალი, 14:08
სულ ძიებაში ვარ
2013, 2 თებერვალი, 14:07
ყველაზე გემრიელს სად აკეთებენ?
2013, 2 თებერვალი, 14:03
ჩემიც :))
2013, 2 თებერვალი, 13:59
პიცა ჩემი სიყვარული
0 1 6