x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთხელ ხდება თვითმკვლელობა
image






















მსოფლიო მასშტაბით ყოველ 40 წამში ხდება თვითმკვლელობა, ასეთი დასკვნა გამოიტანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ(ჯმო)


მკვლევარები თვითმკვლელობას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ, ნაწილობრივ ჯანდაცვა ამ ფაქტის გამო სდუმს.


ჯმო-ს სურს 2020 წლისთვის თვითმკვლელობების რაოდენობა 10%-ით შეამციროს.ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 28 ქვეყანამ დაისახა მიზნად და შეიმუშავა თვითმკვლელობის შემცირების სტრატეგიული გეგმა.


ჯმო-ს სპეციალისტებმა შეისწავლეს ბოლო 10 წლის თვითმკვლელობის მონაცემები:

*ყოველწლიურად 800 000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს სუიციდით.


*თვითმკვლელობა მეორე ადგილზე დგას სიკვდილის მიზეზით 15-იდან 29 წლამდე ახალგაზრდებში.


*უფრო ხშირად თავს იკლავენ 70 წელს გადაცილებული ადამიანები.


*თვითმკვლელის 75% მცირე და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებიდან მოდის.

* მდიდარ ქვეყნებში მამაკაცები 3-ჯერ უფრო ხშირად ახორციელებენ სიუციდს, ვიდრე ქალები.image
















ქალაქ სან-ფრანცისკოს ხელისუფლებამ თვითმკვლელობის აცილების მიზნით ხიდზე ნდობის ტელეფონი დადგა.


კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სადაც უფრო შეზღუდულია წვდომა ცეცხლსასროლ იარაღთან ან ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებთან, მით უფრო მცირეა თვითმკვლელობის შემთხვევები.


ჯმო-ს გენერალურმა დირექტორი მარგარეტ ჩანი:"ეს კვლევები უნდა გახდეს სიგნალი, იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, გადავწყვიტოთ პრობლემა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ ედო".


ჯმო-მ აგრეთვე გააკრიტიკა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები თვითმკვლელობებზე გადმოცემული სიუჟეტების გამო.მაგალითად მოჰყავთ მსახიობ რობინ უილიამსის თვითმკვლელობის გაშუქების მეთოდები.


ჯმო-ს ფსიქოლოგიური ჯანდაცვის საკითხების თანამშრომელმა ალექსანდრა ფლაიშმანმა განაცხადა:"არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ეფექტურად მუშაობს ამა თუ იმ ქვეყანაში თვითმკვლელობის წინააღმდეგ შემუშავებული პროგრამა, ყოველთვის არის შესაძლებლობა მიიღოთ ეფექტური ზომები, თუნდაც ეს არ იყოს მსხვილი მასშტაბით."

0
90
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0