საზოგადოება "ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობაო" - ერთი ნამდვილი მეგობრობის ისტორია 2014, 5 სექტემბერი, 8:31 ეს არის ისტორია ნამდვილი მეგობრობის შესახებ, რომელსაც არ ეშინია სირთულეების და წინააღმდეგობების. მასში გიამბობთ აგრეთვე ადამიანის სულის სიძლიერეზე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად კი არ დანებდა, არამედ გადაწყვიტა დამტკბარიყო სიცოცხლით და აესრულებინა თავისი ოცნებები.
ორი ამერიკელი - პატრიკ გრეი (Patric Gray) და ჯასტინ სკიზუკი (Justin Skeesuck) პატარაობიდანვე განუყრელი მეგობრები იყვნენ და ისინი ერთმანეთს მუდამ გვერდში ედგნენ ჭირსა თუ ლხინში. როცა ჯასტინმა შეიტყო თავისი საშინელი ავადმყოფობის შესახებ, რომელმაც ის სამუდამოდ მიაჯაჭვა ინვალიდის სავარძელს, პატრიკს ერთი წუთითაც კი არ მიუტოვების ის. პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადება ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტად ახდენს ჯასტინის პარალიზებას. მისი კუნთები თანდათანობით წყვეტენ მუშაობს. ბევრს გატეხავდა ეს ულმობელი ავადმყოფობა, მაგრამ ჯასტინი სულით ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა და მასში სიცოცხლის წყურვილმა გაიმარჯვა. ერთხელ ჯასტინმა ტელევიზორში ნახა დოკუმენტური ფილმი ესპანეთში მდებარე წმინდა იაკობის გზაზე და მან იგრძნო, რომ აუცილებლად უნდა ენახა ეს ადგილი და გაევლო ეს გზა. რა თქმა უნდა, მან მშვენივრად იცოდა, რომ მარტო ამას ვერასოდეს შეძლებდა და ვერც ცოლი გაუწევდა დახმარებას. მაშინ ჯასტინმა პატრიკს გაანდო თავისი ოცნების შესახებ. პატრიკი წამითაც კი არ დაფიქრებულა და მაშინათვე თანხმობა განუცხადა მეგობარს ."მე შენ გიჯიკებ ხოლმე", -ხუმრობით უთხრა მან ჯასტინს. ორმა განუყრელმა მეგობარმა თავის მოგზაურობას ზუსტად ასე დაარქვა «I’ll Push You» ("მე შენ გიჯიკებ"). თავიანთი მოგზაურობისათვის საჭირი სახსრები მათ შეაგროვეს საქველმოქმედო საიტის შექმნით, რომელსაც აგრეთვე ასე უწოდეს- «I’ll Push You». მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ მოლოცვის დროს გადაიღებდნენ დოკუმენტურ ფილმს თავიანთი ''თავგადასავლების'' შესახებ. ახლობლები და მეგობრები ბევრს ეცადნენ გადაეთქმევინებინათ ორი მეგობრისათვის ეს რთული მოგზაურობა. "ძალიან გაგიჭირდებათ, არაფერი არ გამოგივათ", -გამუდმებით უმეორებდნენ მათ, მაგრამ ორ განუყრელ მეგობარს ყველაფერი გამოუვიდა - 2014 წლის 7 ივლისს ჩრდილო ესპანეთის უდაბურ გზებზე 34-დღიანი დამქანცველი ფეხით სიარულის შემდეგ მათ მაიღწიეს წმინდა სებასტიანის ტაძარს. მოზაურობის დროს ჯასტინი და პატრიკი გზაზე ბევრ სხვა მომლოცველს შეხვდნენ. ისინი გაოცებულნი იყვნენ ორი მეგობრის გაუტეხლობით და მიზნისაკენ სწრაფვით. პატრიკს ხან ხელისკვრით მიჰყავდა ინვალიდის სავარძელი, ხან თოკით მიათრევდა მას, ამავე დროს მას ზურგზე ჰქონდა საკმაოდ მძიმე ზურგჩანთა მოგზაურობისათვის აუცილებელი ნივთებით. მთელი 800 კმ მათ ფეხით გაიარეს. იყო შემთხვევები, როცა გზის სირთულის გამო ინვალიდის ეტლის ტარება ერთი კაცისათვის უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამ დროს პატრიკი სხვა მომლოცველებს სთხოვდა დახმარებას და უარს არავინ არ ეუბნებოდა. ინვალიდი-მოგზაური-ასე უწოდებდა თავის თავს ჯასტინი. მოგზაურობა-ეს მისი ოცნება და მისწრაფებაა. მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არ შეუძლია გადაადგილება, ის აპირებს იმოგზაუროს მთელ მსოფლიოში და მას აქვს თავისი მისია-ჯასტინი ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს გადალახონ დაბრკოლებები, იპოვონ თავიანთი მოწოდება ცხოვრებაში და მიაღწიონ მიზანს. მათ, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ჯასტინი ამხნევებს და აქეზებს, არ თქვან უარი თავიანთი ოცნების განხორციელებაზე, აძლევს მათ სათანადო ინსტრუქციას, თუ როგორ იმოგზაურონ უსაფრთხოდ და წარმატებულად. მოგზაურობის დროს მეგობრებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გამოვა. თქვენ გგონიათ, რომ ეს ორი მეგობარი 800-კილომეტრიანი გზის ფეხით გავლის შემდეგ გაჩერდება? სრულებითაც არა. მათ უკვე დაგეგმეს ახალი ერთობლივი ექსპედიცია. შესაძლებელი, ისინი წავიდნენ აფრიკაში, მაგრამ მანამდე ჯასტინს უნდა კიდევ ერთი ოცნება აიხდინოს - წყალქვეშა ცურვა. ვფიქრობ, რომ ისეთი სულით ძლიერი ადამიანისათვის, როგორც ჯასტინია, შეუძლებელი არაფერია. როდესაც მეგობრებს ჰკითხეს, თუ რაა მათი მოგზაურობის მიზანი, რა გზავნილი მოაქვს მას ადამიანებისათვის, მათ უპასუხეს: "შეზღუდულობამ კი არ უნდა განსაზღვროს თქვენი ცხოვრება, არამედ იმან, თუ რას აკეთებთ მისდა მიუხედავად. ყველა წინააღმდეგობის გადალახვაა შესაძლებელი, თუკი ამას ძალიან მოინდომებთ, მაგრამ ხანდახან დასახული მიზნის მისაღწევად სხვა ადამიანების დახმარებაცაა საჭირო. უბრალოდ უნდა ისწავლოთ სხვა ადამიანების მიმართ ნდობა- ეს სასწაულებს ახდენს". ოცნებები ხშირად ხდება, ამისათვის მთავარია მონდომება და ბევრი შრომა: ჯასტინს და პატრიკს ბევრი რამის გაკეთებამ მოუწიათ: 34 დღე ფეხით გაიარო 800 კილომეტრი, თან როცა ერთი ინვალიდის სავარძელში ზის, ხოლო მეორეს მძიმე ტვირთი ჰკიდია ზურგზე, ეს წარმოუდგენლად მოეჩვენება ადამიანს, მაგრამ ნამდვილ მეგობრობას ყველაფერი შეუძლია, მას წინ ვერაფერი აღუდგება. 401 6-ს მოსწონს
|