ფოტოგრაფია ბუნების ულამაზესი სარკისებური პეიზაჟები 2014, 3 სექტემბერი, 23:34 პეიზაჟი სახვითი ხელოვნების ჟანრი არის, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. იგი ფრანგული სიტყვაა და სიტყვა–სიტყვით ბუნების ხედს ნიშნავს, ადგილმდებარეობის გამოსახულებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პეიზაჟი არის ბუნების სახეების პლასტიკური გამოსახვა. ბუნება საუკეთესო შემოქმედია. როგორც არ უნდა ეცადოს პროფესიონალი მხატვარი, დაიცვას ყველანაირი პროპორცია და სიმეტრია ნახატის შესრულებისას, გამოიყენოს ულამაზესი ფერები და ა.შ. ის მაინც ვერ მიაღწევს იმ იდეალურ განლაგებას, რასაც ბუნება გვთავაზობს ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე. თავდაპირველად პეიზაჟი წარმოადგენდა მხოლოდ ფონს ფიგურულ სურათებში, იგი არ ყოფილა ნაწარმოების მთავარი თემა. დამოუკიდებელი პეიზაჟების ხატვა აღორძინების ხანის დიდმა მხატვრებმა დაიწყეს – გერმანელმა ალბრეხტ დიურერმა გენიალურმა იტალიელმა ლეონარდო და ვინჩიმ და სხვებმა. დროთა განმავლობაში ფოტოგრაფიაში პეიზაჟებმა დიდი ადგილი დაიკავა და ყველა დამცყები ფოტოგრაფი თავდაპირველად სწორედ ბუნების ასახვას ცდილობს ფირზე. ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა შეაგროვა ბუნების ულამაზესი პეიზაჟები, რომლის „მთავარი მოქმედი პირი“ წყალია, რაც ბუნების სილამაზეს აორმაგებს. ამ ფოტოების ნახვისას რთულია დაიჯერო, რომ ასეთი ადგილები დედამიწაზე ნამდვილად არსებობს. 925 5-ს მოსწონს
|