x
image
მანჩო 777
აშშ-ში უდანაშაულოდ ცნეს ძმები, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით 30 წელი ციხეში ისხდნენ
აშშ-ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ძმები, რომლებიც 30 წელი ციხის გისოსებს მიღმა იყვნენ. მათი ბრალი ედებოდათ 11 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში. დანაშაული 1983 წელს მოხდა სამხრეთ კაროლინის შტატში. ნახევარძმების- ჰენრი მაკკოლუმის და ლეონ ბრაუნის უდანაშაულობა დამტკიცებული იქნა დნმ-ანალიზის ჩატარების შედეგად.


image


1983 წელს პოლიციამ დააპატიმრა 19 წლის ჰენრი მაკკოლუმი და მისი 15 წლის ნახევარძმა ლეონ ბრაუნი. მათ ბრალი ედებოდათ 11 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ხელთ არ ჰქონდა მკვლელობის დამამატკიცებელი ფაქტები, სასამართლომ ძმები დამნაშავედ ცნო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნიბილი, მათ აღიარება მრავალსაათიანი დაკითხვებისა და ძალდატანების შემდეგ დააწერინეს, არ მიიღეს რა მხედველობაში ის ფაქტი, რომ ორივე ჭაბუკი გონებრივად სუსტად იყო განვითარებული .


პირველად აღიარებით ჩვენებას, რომელიც პოლიციელის მიერ იყო დაწერილი, ხელი მოაწერა ლეონ ბრაუნმა 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მოგვიანებით მისმა უფროსმა ძმამაც აღიარა დანაშაულში მონაწილეობა. ჰენრის და ლეონს სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ ლეონ ბრაუნს არასრულწლოვნების გამო სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰენრი მაკკოლუმმა 30 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა და ის ყოველდღე ელოდა განაჩენის სისრულეში მოყვანას.

ძმები გონებრივად სუსტად არიან განვითარებულნი. მათი ინტელექტი ამჟამად 9 წლის ბავშვის ინტელექტს შეესაბამება.


ძმების უდანაშაულობის ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ხელახლა ჩატარდა ექსპერტიზა და გაკეთდა დნმ ანალიზი. ანალიზის შედეგად გახდა ცნობილი, რომ მოკლულის გვერდით დაყრილ სიგარეტის ნამწვავებზე არ აღმოჩნდა ძმების დნმ, აგრეთვე იქვე დაგდებულ ლუდის ქილაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები არ ემთხვეოდა ჰენრისა და ლეონის თითების ანაბეჭდებს. სამაგიეროდ ეს ანაბეჭდები სავსებით ემთხვეოდა თითების ანაბეჭდს, რომელიც ეკუთვნოდა სულ სხვა დამნაშავეს, რომელიც მსგავსი დანაშაულის გამო გოგონას მკვლელობიდან ზუსტად ერთ თვეში იქნა დაკავებული.


უდანაშაულოდ ცნობისთანავე ძმები, რომელთაც ციხეში 30 წელი გაატარეს, გაათავისუფლეს. სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ამჟამად 74 წლისაა, დაპატიმრებულია.

საინტერესოა, მოითხოვენ თუ არა ჰენრი მაკკოლუმი და ლეონ ბრაუნი კომპენსაციას ციხეში უსამართლოდ გატარებული 30 წლისათვის.


image

0
217
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0