x
image
worldsport.ge
რიანა “ლივერპულის” აქციონერი გახდება

imageთითქმის საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ მთელს მსოფლიოში პოპულარული ლათინოამერიკელი მომღერალი რიანა, ცნობილი ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “ლივერპულის” აქციებს შეიძენს და მომღერალი გუნდის დირექტორატის ერთ-ერთი წევრიც გახდება.
რიანას ”ლივერპულის” აქციების შეძენა, ცნობილმა ფეხბურთელმა, დიდიე დროგბამ ურჩია, რომელიც ლათინოამერიკელ მომღერალთან თურმე კაი დიდი ხანია რაც მეგობრობს და ამ მეგობრობის მიუხედავად, ბულვარულმა მედიამ რიანასა და დიდიე დროგბას სასიყვარულო ამბები ვერაფრით აღმოაჩინა.
ერთი სიტყვით, რიანა “ლივერპულის” აქციონერი გახდება და ამით სავარაუდოდ ინგლისურ კლუბიც ძალიან იხეირებს, რადგან ასეთი ცნობილი პოპ-ვარსკვლავი კლუბის საიმიჯოდაც კარგია და ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრების მოსაზიდადაც.
www.worldsport.ge

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0