საზოგადოება ქალები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს 2014, 1 სექტემბერი, 21:21 ისტორია იცნობს ბევრ ქალს, რომლებიც ნამდვილად საყოველთაო პატივისცემისა და აღფრთოვანების ღირსნი არიან. ისინი ცვლიდნენ ისტორიას, მიდიოდნენ ვა-ბანკზე, არ ეშინოდათ არც ცვლილებების, არც საზოგადოების მხრიდან დაცინვის, არ ეშინოდათ სიკვდილისაც კი. ისინი ფრენდნენ ცაში და კოსმოსშიც კი, ნებაყოფლობით მიდიოდნენ ქმრებთან ერთად პატიმრობაში, მამაცურად იცავდნენ შვილებს და...მშვიდად სვამდნენ ჩაის თავიანთი სახლის ნანგრევებზე. ასეთი ადამიანები წამყვან როლს თამაშობენ თავიანთ ეპოქაში და ისტორიის ყველა მონაკვეთზე შეიძლება წავაწყდეთ უამრავ ქალს, რომლებსაც არასოდეს დაივიწყებს ისტორია და მომავალი თაობა. მოდით გავიხსენოთ ამ ღირსეული ქალებიდან ზოგიერთი მათგანი.
1. ჰერტრუდა ედერლე-პირველი ქალი, ვინც ლა-მანში გადაცურა. 1926 წელი 2. მუსულმანი ქალი თავისი ჩადრით მალავს ებრაელი მეზობელი ქალის ექვსკუთხა ვარსკვლავს, რომ არავინ არ დაინახოს ის. იუგოსლავია, 1941 წელი. 3. კეტრინ სვიტცერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გაირბინა ბოსტონის მარათონი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები შეეცადნენ შეეჩერებინათ ის. 1967 წელი 4.ავღანელი ქალები ბიბლიოთეკაში ცოტა ხნით ადრე, სანამ ხელისუფლება თალიბანის ხელში გადავიდოდა. 1960 წელი 5.ქალი-სამურაი. 1800-იანი წლების ბოლო 6.საკონცენტრაციო ბანაკში ნამყოფი ქალი ურტყამს ნეონაცისტებს. შვედეთი. 1980 წელი 7.მარინა ხინესტა-17 წლის კომუნისტი ქალი ბარსელონას ფონზე ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. 1936 წელი 8. ანა ფიშერი-პირველი დედა კოსმოსში. 1980 წელი 9. მოდ ვაგნერი-პირველი ტატუს ოსტატი ქალი ამერიკაში. 1907 წელი 10. ქალები კრივში ეჯიბრებიან ერთმანეთს ლოს-ანჟელესის ერთ ერთი სახლის სახურავზე. 1933 წელი 11.თურქი საბინა გიოკჩენი თავის თვითმფრინავთან ერთად 1937 წელს. ის პირველი ქალი იყო, რომელიც გამანადგურებლის პილოტი გახდა. 12.ქალი სვამს ჩაის თავისი სახლის ნანგრევებზე, რომელიც ლონდონის დაბომბვის შედეგად დაინგრა. 1940 წელი 13. 106 წლის სომეხი ქალი იცავს თავის სახლს AK-47-ით. 1990 წელი. 14.უკრაინელი გოგონა წყალს ასმევს გერმანელ ტყვეს, 1942 წელი 15.ქალი-ბუხრის მწმენდავი ბერლინის თავზე, 1900 წელი 16.ფოტოგრაფი მარგარეტ ბურკ-უაიტი კრაისლერ-ბილდინგის თავზე, 1934 წელი 17. პირველი ქალები, რომლებოც აშშ-ის საზღვაო ქვეითებში ჩაეწერნენ, 1918 წელი 18.ბაიკერთა ცნობილი ბანდის - "ჯოჯოხეთის ანგელოზები" წევრი ქალები, 1973 წელი 19. ელენ ონილი-ერთ-ერთი პირველი სკეიტბორდისტი გოგონა, 1976 წელი 20.პარიზელი დედები შვილებს იცავენ სნაიპერებისაგან, 1944 წელი 21.პირველი გოგონები, რომლებმაც ფეხები გაიშიშვლეს ქუჩაში. ტორონტო, 1934 წელი 22. ფილიპინელი პარტიზანი ქალი აჩვენებს ამერიკელ ჯარისკაცს, თუ როგორ კლავდა ის იაპონელ ჯარისკაცებს ოკუპაციის დროს, 1944 წელი 23. ჰოლანდიელი ქალი თან გაჰყვა გერმანელ ჯარისკაც ქმარს, მას შემდეგ, რაც ის დააპატიმრეს, 1945 წელი. 24. ელსოეტ ბერდი - პირველი ქალი, ვინც დედამიწას მოტოციკლით შემოუარა. მას ამაზე 3 წელი დრო დაეხარჯა და 77 000 კმ-ზე მეტი გაიარა. 1980 წელი 25. ავიატორი ამელია ერხარტი-პირველი ქალი, რომელიც თვითმფრინავით გადაფრინდა ატლანტის ოკეანის თავზე. 1928 წელი 26. ბრიტანელი სერჟანტი ავარჯიშებს ქალებს, რომლებიც "დედების არმიაში ჩაეწერნენ". 1940 წელი 27. პირველი ქალთა კალათბურთის გუნდი აშშ-იდან, 1902 წელი 28. ფრანგი პარტიზანი გოგონა, 18 წელის სიმონა სეგვანი პარიზის განთავისუფლებისათვის ბრძოლის დროს. 1944 წელი 29 .საბჭოთა არმიის ქალი-სნაიპერები, 1945 წელი 30. ანეტ კელერმანი პოზირებს საცურაო კოსტიუმში, რისთვისაც ის დააპატიმრეს უღირსი საქციელის გამო, 1907 წელი 31. ლეოლა კინგი-პირველი საგზაო პატრული ქალი აშშ-ში, 1918 წელი 32. კომპანია Lockheed-ის თანამშრომელი ქალი თვითმფრინავის შეკეთების დროს, 1944 წელი 33. მედიცინის და წითელი ჯვრიდან იწერს ინგლისელი ჯარისკაცის უკანასკნელ სიტყვებს, 1918 წელი 34. ბრიტანელი ქალი-პილოტები ეს-ესაა გადმოვიდნენ თვითმფრინავიდან, 1944 წელი 35. 21 წლის სარლა ტაკლანი-პირველი ინდოელი პილოტი ქალი, 1936 წელი 1510 14-ს მოსწონს
|