x
image
მანჩო 777
როგორ გადაარჩინეს ერთმანეთი ნარკომანმა და მომაკვდავმა - ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც ბესტსელერად იქცა
ხუთი წლის წინ ინგლისელი ჯეიმს ბოუენის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. ამის მიზეზი კი მაწანწალა წითური კატა ბობი გახდა. ბედის და შემთხვევითობის წყალობით მათ მეორე, ახალი ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მიეცათ და ეს შანსი ამ უცნაურმა წყვილმა შესანიშნავად გამოიყენა.


image


ყველაფერი ასე დაიწყო: ხუთი წლის წინ ლონდონელი მაწანწალა ჯეიმსის ცხოვრება სრული კატასტროფის წინ აღმოჩნდა: ნარკოტიკები, უსახლკარობა, მარტოხელა არეული ცხოვრება, ყველანაირი მიზნის უქონლობა... ბიჭს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა ცხოვრებაში და ცხადი იყო, რომ ნარკოტიკები მას მალე მოუღებდა ბოლოს. თუმცა ერთ საღამოს ჯეიმსის ცხოვრებაში პატარა შემთხვევა მოხდა, რამაც მისი მომავალი ძირფესვიანად შეცვალა: როცა ბიჭი თავის ბუნაგში ბრუნდებოდა, რომელიც სახლის სახურავზე ჰქონდა მოწყობილი, იქვე ახლოს წითური დაჭრილი კატა შენიშნა: როგორც ჩანდა, თანამოძმეებთან ჩხუბში ის დამარცხდა და ახლა სისხლისაგან იცლებოდა.


image



ჯეიმსს შეეცოდა საბრალო ცხოველი, აიყვანა ის და თავისი უკანასკნელი გროშებით ვეტერინართან წაიყვანა. იქ კატას ჭრილობები გაუკერეს და ანტიბიოტიკები გამოუწერეს. ჯეიმსი ყურადღებით უვლიდა თავის შვილობილს და როცა ორი კვირის შემდეგ ფისო სრულიად გამოჯანმრთელდა, ჭაბუკმა მას თავისი ბუნაგის კარები გაუღო, რათა თავის გზაზე გაეშვა, მაგრამ მადლიერი ცხოველი არსად წასვლას არ აპირებდა, ის საბრალო თვალებით შეჰყურებდა ჯეიმსს და თითქოსდა თხოვდა, არ გამაგდო, შემიფარეო. ჯეიმსში ადამიანურმა გრძნობებმა გაიღვიძა, შეებრალა უპატრონო ცხოველი და თავისთან დატოვა..ასე დაიწყო ორი მაწანწალას მეგობრობა, რომლის შესახებ მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო.


image


"მე მაღაზიიდან ვბრუნდებოდი, როცა შევამჩნიე ეს ყმაწვილი, რომელიც ქუჩის კუთხეში იდგა და გაზეთებს ყიდდა. მის გვერდოთ უზარმაზარი წითური კატა უკანა ფეხებზე წამოსკუპებულიყო და ადამიანური თვალებით იყურებოდა. ვუყურებდი მათ და ადგილიდან ვერ ვიძვროდი, თითქოს რაღაცამ მიმაჯაჭვა ამ სურათზე, "-იხსენებს ლიტერატურული აგენტი მერი პაჩნოსი.


image


საქმე იმაშია, რომ როცა ჯეიმსმა მზრუნველობა აიღო კატაზე, მიხვდა, რომ თავისი ცხოვრება ოდნავ მაინც უნდა შეეცვალა: მან თავი ხელში აიყვანა, ახლა ხომ შვილობილი ჰყავდა მოსავლელი, ამიტომ გაზეთების გამყიდველად დაიწყო მუშაობა, მართავდა კონცერტებს ქუჩაში, სადაც მთავარი მოქმედი პირი კატა ბობი იყო-ახლა უკვე მისი ჯერი დადგა სამაგიერო სიკეთით გადაეხადა ჯეიმსისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ბიჭმა თავი დაანება ნარკოტიკებს და ნორმალური ცხოვრება დაიწყო.

მალე განუყრელი წყვილი მთელმა ქალაქმა გაიცნო. ისინი ისე მოეწონა ერთ გამომცემელს-მერი პაჩნოსს, რომ გადაწყვიტა, მათზე წიგნიც კი დაეწერა.


image


როგორც ცნობილი გახდა, ჯეიმსს და ბობს თავს უამრავი საინტერესო ისტორია გადახდათ. ამ ისტორიებმა ასახვა ჰპოვა წიგნში სახელად " ქუჩის კატა ბობი: როგორ იპოვეს ადამიანმა და კატამ იმედი ქუჩაში". გამოსვლისთანავე წიგნი დიდ ბრიტანეთში ბესტსელერად იქცა.


image



"წიგნში მოთხრობილია, როგორ ვიპოვეთ ჩვენ ერთმანეთი, როგორ დავახლოვდით, როგორ ვეხმარებოდით ერთურთს", -ამბობს ჯეიმსი.


image


როგორც ჩანს, სიყვარულს არცთუ ისე ცოტა დივიდენდის მოტანა შეუძლია: წითური თანაშემწის წყალობით ჯეიმსი ცნობილი პიროვნება გახდა, მისი შემოსავალიც გაიზარდა - ახლა ის დღეში საშუალოდ 40 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.


image


დღეს მეგობრები ისევე განუყოფელნი არიან, როგორც წინათ, გამომცემლებს კი იმედი აქვთ, რომ ეს ისტორია მალე კინოფილმად გადაიქცევა; მაგრამ ჯეიმსი და ბობი სულაც არ ჩქარობენ მიაღწიონ გრანდიოზულ წარმატებას: ისინი აფასებენ იმას, რაც დღეს აქვთ.



3
280
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
280
  
2014, 1 სექტემბერი, 12:48
ნარკომანისთვის კი
2014, 1 სექტემბერი, 12:45
მარტო გამართლებაც არაა, საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა, რომ ცხოვრება შეცვალო-აი ესაა მთავარი..თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს არც ისე იოლია:(
2014, 1 სექტემბერი, 12:42
მაგარიაა ნეტა ყველას ასე გაუმართლებდეს :(
0 1 3