სხვა 10 საშიში ნივთი, რომელიც თქვენ სახლში ინახება 2014, 30 აგვისტო, 13:06 1-ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება-ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქიმიური საშუალება, რომელიც თქვენ სახლში ინახება.ხალხური მეთოდი როგორიცაა, ვთქვათ სიგარეტის ღერები, გერანის ფოთლები ან ფორთოხლის კანი მხოლოდ დააფრთხობს პეპელას, ხოლო ჭუპრებს ვერაფერს დააკლებს.
ნაფტალინი რამდენიმე წელია მთელს მსოფლიოში აიკრძალა, თუმცა ხანდახან მაინც გამოჩნდება ხოლმე გაყიდვაში და ხალხიც ხარბად ეწაფება მისს შეძენას. ნაფტალინით მოწამვლა სავსებით რეალურია.მისი მტვერის ერთხელ შესუნთქვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და დიარეა. ამერიკულმა გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა-ბიულეტენი სადაც ნათქვამია, რომ ნაფტალინი კანცოგერია.იგი იწვევს სიმსივნეს ადამიანებში.ხანგრძლივად მისი გამოყენება სისხლის წითელი უჯრედების(ერითროციტების) დაშლას უწყობს ხელს 2-დაპრესილი ნახერხის ფიცარი-ე.წ."დსპ"-ძალიან გავრცელებული საყოფაცხოვრებო ავეჯი, რომელიც დსპ-სგან მზადდება. იგი შეიცავს ფოლმალდეგიდს.რომელიც უარყოფითან მოქმედებს თვალებზე და კანზე.იგიც კანცოგერია.ხანგრძლივად ფოლმალდეგიდის შესუნთქვა იწვევს ყელის კიბოს. თუმცა ერთი დადებითი თვისებას აქვს, თუ დიდი ხანია "დსპ"-სგან დამზადებული ავეჯი სახლში გიდევთ, დროთა განმავლობაში ფოლმალდეგიდის გამოყოფა პრაქტიკულად აღარ ხდება. 3-სინთეტიკური ხალიჩები-ერთი შეხედვით ეფექტური, ნაირფერი ხასხასა ფერებით დამზადებული ხალიჩა გაჯერებულია უამრავი ქიმიური საღებავებით, რაც უძილობას და ალერგიულ რეაქციებს იწვევს. თუ მაინც გადაწყვიტეთ ყიდვა, საწოლ ოთახში ნუ გაშლით, ახალს, მკვეთრი ლაქის მაგვარი სუნი აქვს.ცოტა ხანი მოიცადეთ, ასე ირიოდე კვირა, გქონდეთ გადახვეული...სუნის გასვლის შემდეგ ისეთ ადგილზე გაფინეთ სადაც დიდხანს ყოფნა არ გიწევთ. 4-ლაზერული პრინტერები-უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს თქვენი ფილტვებისთვის ვიდრე პასიური მოწევა.საქმე იმაშია, რომ საბეჭდი პრინტერი ჰაერში ფანტავს საბეჭდი ფხვნილის ნაწილაკებს. შედეგი გაძნელებული სუნთქვა და ფილტვების ქრონიკული დაავადება. 5-პლასტიკური ბოთლები-მისი დამზადებისთვის გამოიყენება ბიფენოლი-ა, მეცნიერები უკვე დიდი ხანია ეჭვის თვალით უყურებენ მას, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ სტრუქტურით იგი ძალიან წააგავს ქალის სქესობრივ ჰორმონს-ესტროგენს. ცხოველებზე ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ ბიფენოლი ა, აჩქარებს სექსუალურ მომწიფებას, არღვევს ქცევის ნორმებს, აგრეთვე ხელს უწყობს პროსტატის და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეების განვითარებას. არავითარ შემთხვევაში პლასტიკურ ბოთლში ან ჭიქაში არ ჩაასახათ ცხელი სასმელი ან არ გაათბოთ, მაგ დროს ბიფენოლის შემცველობა 55-ჯერ იზრდება. 6-ანტიაალებადი ნივთიერება-ანუ პოლიბრომირებული დიფენული ეთერი.თავიდან ეს ნივთიერება დიდი სიხარულით იქნა მიღებული. ამ ნივთიერებას იყენებენ ლეიბებზე, კომპიუტერებზე ტელევიზორებზე, ავეჯზე და სხვა...მართლაც უამრავი ადამიანი იხსნა აალებისგან და ხანძრისგან, თუმცა მალევე გამოაშკარავდა მისი უარყოფითი თვისებები. ლეიბები, რომელებიც ამ ნივთიერებით იყო გაჭღენთილი და მასზე ეძინათ, აღმოჩნდა, რომ ათასობით ადამიანს დაუზიანდა შიდა ორგანოები, დაერღვათ ძილის რეჟიმი. ტოქსიკური ნივთიერება იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას, სპერმის ხარისხს აუარესებს, ხოლო მეძუძურ დედებს ნივთიერება რძეში უგროვდებათ.ბევრი მკვლევარი მოითხოვს, რომ ანტიაალებადი ნივთიერების გამოყენება საბოლოოდ აიკრძალოს. 7-ფტალატები-გამოიყენება ბავშვების სათამაშოებში, საკვებ ბოთლებში, მოკლედ სადაც საჭიროა რბილი პლასტიკი.აგრეთვე იგი გვხვდება ქალის და მამაკაცის კოსმეტიკურ საშუალებებში, როგორც იაფფასიან, აგრეთვე ძვირ ნიმუშებში.ფტაკატი გვხვდება აგრეთვე სექს-სათამაშოებში. ამერიკელი და კანადელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ფტალატის მჟავა უარყოფიდად მოქმედებს მამაკაცის განვითარებაზე.ბიჭებში ასუსტებს მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის განვითარებას და იწვევს უშვილობას. 8-პესტიციდები-ხშირია ოჯახებში ან დაწესებულებებში, როდესაც ამ ქიმიური ნივთიერებით გვიწევს ბრძოლა ტარაკანების, ვირთხების, კოღოების, კალიების სხვა მავნებლების წინააღმდეგ. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების დასკვნით, ის ადამიანები, რომლებიც უფრო ხშირად იყენებენ პესტიციდებს, 70%-ით მეტი შანსი აქვთ დაავადდნენ პარკინსონის დაავადებით.მოწამვლის დროს არ დაგავიწყდეთ რესპირატორის გაკეთება, შემდეგ კი სახლი კარგად გაანიავეთ. 9-ტყვიის შემცველი საღებავი-მრავალ ბინაში კედლები და კარი შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით.თუ საღებავი არ იქერცლება, კიდევ არაფერი, მაგრამ თუ დაიწყო საღებავმა დასკდომა, აქერცვლა, უკვე სახიფათოა ბინაში მაცხოვრებელთათვის. შხამის მცირე დოზაც კი იწვევს ცენტრალური ნერვიული სისტემის დაზიანებას. პრობლემები შეგექმნებათ ტვინზე და თირკმელებზე. თუ ხელმეორედ გსურთ კედლის გადაღებვა, ნუ იმოქმედებთ თვითნებურად, დაიქირავეთ პროფესიანალი, მან იცის ყველა ის ხერხი, თუ როგორ უნდა იმუშაოს უსაფრთხოდ. 10-ჰაერის გამწმენდი და საწმენდი საშუალებები-ხშირად ვიყენებთ სააბაზანოში ან ტუალეტში ჰაერის გამწმენდ აეროზოლებს. ტოქსინების შემცველობა მასში უზომოდ დიდია.ესაა ორი ქიმიური ნივთიერების ნაზავი:ეთილენგლიკოლი და ტერპენი. ეთილენგლიკოლის შესუნთქვა ან მისი კანზე მოხვედრა სახიფათოა, ის იწვევს საერთო სისუსტეს, თავის ტკივის, თავბრუსხვევას და გულის ცემის გახშირებას. ტერპენი სახიფათო არაა, თუმცა ოზონთან რექციის შემდგომ უკვე გამოყოფს შხამიან ნივთიერებას. 4472 10-ს მოსწონს |
მეორეზე შემიძლია ვთქვა რომ დსპ-გან დამზადებული ავეჯის ყიდვისას კარგად დააკვირდით იმას რომ ავეჯის ყველა ბვერდი დაკრომკილი იყოს რაც დაგიცავთ ფოლმალდეჰიდისგან,ბევრ ავეჯზე მხოლოდ გამოსაჩენ მხარესა დაკრომკილი, ადგილებს რომლებიც არ ჩანს ბევრ შემთხვევაში არ კრომკავენ, ავეჯი რომ იაფი დაჯდეს.