მხატვრობა კლასიკად ქცეულ ნახატებში დამალული შოკისმომგვრელი საიდუმლოებანი 2014, 28 აგვისტო, 22:30 როცა მხატვარი ნახატში რაღაც დეტალებს მალავს, ამას ფერწერაში პენტიმენტო ეწოდება. ასეთი ორაზროვანი ნამუშევრები საკმაოდ ხშირად გვხვდება ხელოვნების მთელი ისტორიის მანძილზე. როგორც წესი, პენტიმენტოს შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამისათვის გამოიყენება რენტგენის აპარატი.
პენტიმენტო ხშირად გამოიყენებოდა იმისათვის, რომ უმნიშვნელოდ შეეცვალათ პატარა დეტალები ნახატზე, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ის მთლიანად ცვლიდა სურათის აზრს, როგორც იმ ხუთი ნახატის შემთხვევაში, რომლებსაც ახლა განვიხილავთ.
1.ვეშაპი ჰენდრიკ ვან ანტონისენის ნამუშევარში "სცენა ნაპირზე" როდესაც ეს ტილო კერძო კოლექციიდან მუზეუმში მოხვდა, ადამიანი, რომელიც მის რესტავრირებას ახდენდა, გაოცებული იყო მასზე გამოსახული სცენით: ნაპირზე უამრავი ხალხია შეკრებილი, სანახავი კი იქ არაფერია. შემდგომი გამოკვლევისას რესტავრატორმა აღმოაჩინა, რომ თავდაპირველად ნახატზე იყო ნაპირზე გამორიყული ვეშაპი, რომელიც შემდეგ მხატვარმა გადაღება. ვარაუდოებენ, რომ ვეშაპი გადაღებილი იქნა სუფთა ესთეტიკური მოსაზრებით: აბა ვის ენდომებოდა სახლში ჰქონოდა სურათი, რომელზეც მკვდარი ცხოველი იქნებოდა გამოსახული. 2.დაფარული ფიგურა პაბლო პიკასოს ნახატში " ბებერი გიტარისტი" პიკასოს შემოქმედებაში იყო რთული, არაშემოსავლიანი წლებიც. სწორედ მაშინ გამოიყენებდა ის ძველ ტილოებს ახლების შესაქმნელად. სწორედ ასე მოხდა "ბებერი გიტარისტის" შემთხვევაშიც. სურათის გულდასმით დათვალიერების შემდეგ მასზე შეიმჩნევა სხვა ნახატის მონახაზები. რენტგენული კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ეს იყო სოფლელი ქალის გამოსახულება ბავშვით ხელში. 3.მეფის ბიუსტის საიდუმლო გაუჩინარება ჟან-ოგიუსტ-დომინიკ ენგრის ნახატი "ჟან-მარკ-დე ნორვანის პორტრეტი" პენტიმენტოს ყველაზე ცნობილი მაგალითია. რომის პოლიციის უფროსის ეს პორტრეტი შეიქმნა მაშინ, როცა ნაპოლეონმა ქალაქი დაიპყრო. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნაპოლეონის შვილის ბიუსტი სურათის უკანა პლანზე ფიგურირებდა. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა მარცხი განიცადა, უკვე საშიში იყო ბიუსტის გამოჩენა სურათზე და ამიტომ მხატვარმა ის დამალა. 4.მკვდარი ბავშვი თუ კარტოფილით სავსე კალათა სურათზე? ფრანგი მხატვრის ჯან ფრანსუა მილეს ტილო "ანგელოზი" 1859 წელს შეიქმნა. სურათზე ჩანს ორი გლეხი, რომლებიც კარტოფილით სავსე კალათას დაჰყურებენ. რენტგენული გამოკვლევით დადგინდა, რომ კალათის მაგივრად სურათზე თავდაპირველად პატარა კუბო იყო გამოსახული. 5."საპატარძლოს მზადება" სინამდვილეში ის არაა, რაც გვგონია ეს სურათი სოფლის ცხოვრებასთან დაკავშირებული ნახატების ციკლიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. 1960 წელს ჩატარებული რენტგენული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მასზე გამოსახულია ქალიშვილის მზადების პროცესი არა საქორწილოდ, არამედ მისი დაკრძალვისათვის, რადგან ნახატზე მთავარი გმირი მიცვალებულია დახატული. 831 8-ს მოსწონს
|