ქალი და მამაკაცი გაუბედურებული ქალის სინანულის წერილი 2014, 28 აგვისტო, 14:00 ქალის ყველაზე დიდ კაპიტალს შვილები წარმოადგენენ
![]() ვერ აგიწერთ ჩემს ტკივილს და გამწარებას. სამი წელი დამჭირდა მოსასულიერებლად. მარტოდ დარჩენის პანიკურად მეშინოდა, შვილებს გვერდიდან არ ვიცილებდი. რაღაც მომენტში თავს მოვერიე და დავიწყე ახალი, რთული ცხოვრება. მთავარ მიზნად შვილების სწავლა–განათლება დავისახე. მადლობა ღმერთს, მოვახერხე რის ვაიგაჭირვებით. სიძნელეები ერთმანეთის მიყოლებით გვაწუხებდა – საჭმელი, ტანსაცმელი, გადასახადები, პირადი პრობლემები. მაგრამ მათ შრომისმოყვარეობისა და რკინის ნებისყოფის გარდა ვასწავლიდი კეთილმოსურნეობას და სიცოცხლით ხარებას. ![]() მთელი ეს წლები შვილების და შვილიშვილების ცხოვრებით ვცხოვ-რობდი. ხშირად მეუბნებიან: აი, შვილები გაზარდე, დააბინავე, მაგრამ შენზე ხელი ჩაიქნიეო და მაშინ დავფიქრდი – მართლა ასეა? ჩემს სისხლზე და ხორცზე ზრუნვა და სიყვარულიც ხომ ჩემი ცხოვრებისეული მოთხოვნილება იყო. და ამ დროს ვგრძნობ ხოლმე, როგორ მეხვევა მხრებზე ჩემი ქმრის ძლიერი ხელები, თან მეუბნება: „ყველაფერი კარგად გვაქვს ჩემო კარგო! ყოჩაღ შენ, მადლობელი ვარ!“ რატომ დავწერე ეს ყველაფერი? ქალებო, გამწარებულნო და გაუბე-დურებულნო, არასდროს არ ჩაიქნიოთ ხელი ცხოვრებაზე! თუ შვილები გყავთ, გარდაცვლილი ან გაცილებული მეუღლეებისგან, თავი ბოლომდე მიუძღვენით, დაეხმარეთ ადამიანებად ჩამოყალიბებაში. მიეცით და მოგეცემათ და მერწმუნეთ, ცხოვრებაში უკან მოხედვის აღარ შეგრცხვებათ. ქ–ნი დალი, 62 წლის (აჭარა) 488 3-ს მოსწონს
|