სერიალები ბოლო 20 წელია აქტუალურია საქართველოში, სატელევიზიო ეთერი სერიალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თავიდან ჯერ კიდევ 90 -იანი წლებიდან სატელევიზიო სივრცე
გაჯერებული იყო ლათინო ამერიკული სერიალებით, (კასანდრა, ეშმაკუნა, სანტა ბარბარა, ბლანკოს ქვრივი, ველური კატა, მარია) და სხვა მრავალი, შემდეგ იტალიური სერიალებიც შეემატა ახლა კი თუქულმა სერიალებმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და რეიტინგებით პირველ ადგილზეა საქართველოში. თუ ცოტა ხნის
წინ სერიალების ქართველი ფანები მარიო ჩიმაროს ნასკებს უგზავნიდნენ მექსიკაში, ახლა მათი გულები თუქულმა
სერიალებმა და მსახიობებმა დაიპყრეს: მურატ ილდირიმი, ხალიტ ერგენჩი, მერიემ უზერლი, ბერგუზარ ქორელი და სხვები სერიალის მოყვარულთა ცხოვრების და ყოველდღიურობის ნაწილად იქცნენ. თურქულ სერიალებთან ერთად ძალას იკრებს, ინდური და ბერძნული სერიალებიც.
რა არის სერიალი და რა გავლენას ახდენს ადამიანზე? სერიალების უმრავლესობა, რამდენიმე თვე, და წლებიც კი გრძელდება, რაც
იწვევს მასზე მიჯაჭვულობას სერიალებმა ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა, მათ სხვისი ცხოვრებით უხდებათ ცხოვრება.
სერიალში გაწელილია რაღაც ამბავი და საინტერესოდაა გადმოცემული სხვადასხვა ისტორიები, ჩადებულია ინტრიგა, საიდუმლო მასში ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ადამიანების დაინტერესებას და მასზე დამოკიდებულებას იწვევს. სერიალები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე,
რადგან ხშირად ბავშვები სერიალის გმირებს ბაძავენ, თავიანთ კერპებად აქცევენ, რაც აზიანებს ბავშვის ფსიქიკას.
სერიალი ადამიანს გარკვეულ ეიფორიას უქმნის, მისი ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადააქვს და ირიალურ სამყროში აცხოვრებს.