x
image
david danelia
დავით სარაჯიშვილის საიუბილეო კვირეული
მწერალთა სახლში საზოგადო მოღვაწის, ქართული კონიაკის imageწარმოების ფუძემდებელის, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის და დიდი ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილის 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა, სადაც დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი. საიუბილეო კვირეული 16 ნოემბერს დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდება.
დავით სარაჯიშვილმა 1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის, შემდეგ კი - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც
1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
1872-1878 ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას ეუფლებოდა.
1878 წელს საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად გაემგზავრა.
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის;
1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს.
1888 წელს თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს, მისივე ინიციატივით, მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.
1900-თვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი.
1889-1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით
"ძველისძველმა") და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებზე მიიღო 9 ოქროს, 5 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.


დავით სარაჯიშვილი ევროპულ განათლებასა და რუსულ გაქანებასთან ერთად თავის თავში აერთიანებდა ძველი ქართველი კაცის ყველა სიმპატიურ თვისებას. ის მზად იყო, წმიდა ქართული გულკეთილობითა და საზოგადოებრივი საქმისათვის თავდადებით, მთელი თავისი სიმდიდრე შეეწირა სამშობლოსა და ტანჯული კაცობრიობისთვის, ამიტომაც აფასებდნენ მას ასე საქართველოშიც და რუსეთშიც.

1913 წელს მაღალხარისხოვანი კონიაკის მრავალწლოვანი სტაბილური მიწოდებისათვის, რომელმაც რუსეთის ბაზარი დაიპყრო, დავით სარაჯიშვილის ფირმას მიენიჭა ოფიციალური წოდება: “მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის მიმწოდებელი”.

დავით სარაჯიშვილი იყო უდიდესი ქველმოქმედი. ქართული კონიაკის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილს საერო საქმეებს ახმარდა. უშვილძიროდ დარჩენილი დავით სარაჯიშვილი შვილად აღიქვამდა სრულიად საქართველოს მომავალ თაობას. იგი უხვად გასცემდა სტიპენდიებს. ასევე აქტიურად აფინანსებდა არქეოლოგიურ ექსპედიციებსა და ისტორიული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებს. ცნობილია, რომ ლაღიძის წყლების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად დავით სარაჯიშვილს. მისი დახმარებით მიტროფანე ლაღიძემ წარმოების გაფართოება შესძლო და შედეგად კიდევ ერთი წარმატებული ბრენდი დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე ლაღიძის წყლის სახით.

1911 წელს დავით სარაჯიშვილი უკურნებელი სენით გარდაიცვალა. მან პირადი ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს დაუტოვა.


საბჭოთა რეჟიმის დროს კომპანიისა და მისი პროდუქციის გავრცელების არეალი საბჭოთა საზღვრებით შემოიფარგლებოდა. სარაჯიშვილის კომპანიას სახელიც კი შეუცვალეს და იგი

ათწლეულების განმავლობაში თბილისის კონიაკის ქარხნის სახელით იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, კომპანიის განვითარება არ შენელებულა. იგი ყოველთვის ინარჩუნებდა სარაჯიშვილისეულ უმაღლეს ხარისხსა და ტრადიციებს, რაც იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ ტექნოლოგიურ პროცესს.
1994 წელს კომპანია გადავიდა კერძო საკუთრებაში. ახალმა მფლობელებმა თბილისის კონიაკის ქარხანას თავდაპირველი სახელი დაუბრუნეს და დღეს სარაჯიშვილის ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს სააქციო საზოგადოება"დავით სარაჯიშვილი და ენისელი, ” რომელიც საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლურ სასმელებს: კონიაკს, არაყსა და ლიქიორს.

საწარმოს საცავებში მუხის კასრებში ინახება უნიკალური ქართული საკონიაკე სპირტები, რომლებიც მიღებულია ქართული ღვინომასალებიდან კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენების გზით. ეს სპირტები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ასაკით, ისე გეოგრაფიული ადგილწარმოშობით, ზოგიერთი საკონიაკე სპირტის ასაკი კი 110 წელს აღემატება. ბოლო ათი წლის განმავლობაში კომპანიაში ძირითადი საამქროების გადაიარაღება მოხდა, რამაც ს.ს.”დავით სარაჯიშვილი და ენისელს” საშუალება მისცა, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქცია ეწარმოებინა.
დღესდღეობით კომპანია ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწარმოებს. ქართული კონიაკი გადის უკრაინაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ჩინეთსა და ყაზახეთში.

2005 წელს სააქციო საზოგადოება კონიაკის მწარმოებელი პირველი კომპანია გახდა ამიერკავკასიაში, რომელსაც ISO 9001 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიენიჭა. ამით სერტიფიკაციის საერთაშორისო ქსელმა IQNEთ-მა ს.ს.
"დავით სარაჯიშვილი და ენისელი” მსოფლიოს იმ საუკეთესო კომპანიათა რიცხვში ჩააყენა, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციაც წარმოების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
კომპანია აწარმოებს რამდენიმე სახის კონიაკს. მათგან გამოირჩევა კონიაკი ენისელი. იგი კომპანიის სახეს წარმოადგენს. სარაჯიშვილი ენისელი დამზადებულია ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის საკოლექციო ფონდში დაცული უძველესი საკონიაკე სპირტებისგან, განსაკუთრებული ინდივიდუალურობა მიღწეულია. საშუალო ასაკი 14 წელია, ხასიათდება სასიამოვნო კრიალა ოქროსფერით, ნაზი დახვეწილი არომატითა და რბილი ხავერდოვანი გემოთი.
კომპანიის ექსკლუზიურ პროდუქციას წარმოადგენს კონიაკი
"XX საუკუნე”. სულ 500 ბოთლია ჩამოსხმული, ყოველ მათგანს საკუთარი ნომერი აქვს.
კიდევ ერთი უნიკალური ჩამოსხმაა "სარაჯიშვილი-155”,
რომელიც დავით სარაჯიშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა და მასში შემავალი სპირტები ასზე მეტ წელს ითვლის. ესეც სულ ჩამოსხმულია 500 ბოთლი და ყველას საკუთარი ნომერი აქვს.
საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე ს.ს. "დავით სარაჯიშვილი და ენისელის” კონიაკებს მოპოვებული აქვთ სულ 17
გრანპრი, 109 ოქროს მედალი, 44 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი.

კომპანია სარაჯიშვილი დაარსების დღიდან ჩადგა სქართველოსა და ქართველი ხალხის სამსახურში. მან თავისი შესანიშნავი პროდუქციის წყალობით მრავალ ქვეყანაში გაუთქვა სახელი ჩვენს სამშობლოს. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნის კონიაკებს შორის.


imageimage

0
217
5-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0